პირველ რიგში ვაკო ყაზაიშვილზე უნდა ვთქვათ - "ვიტესის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ზედიზედ მეორე მატჩია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.
შაბათს, ჰოლანდიური ერედივიზიონის III ტურის მატჩში, არნემული კლუბი გასვლაზე "როდას" რომ დაუზავდა (1:1), ამ თამაშის მშვენება ყაზაიშვილის ეფექტური გოლიც იყო, 12-13 მეტრიდან შორეულ კუთხეში რომ "მოჭრა" ბურთი...
იხილეთ ვიდეო
"ალანიაში" (რუსეთის I დივიზიონი) გოლით გამოირჩა ოთარ მარცვალაძე, რომელმაც "როტორთან" საშინაო შეხვედრაში (2:1) "პარაშუტი" გაუკეთა სტუმართა მეკარეს, ანგარიში 2:0
ზედიზედ მეორე მატჩია, გააქვს ნიკა გელაშვილსაც, რომლის "ყარაბაღმა" აზერბაიჯანული პრემიერლიგის III ტურში, საკუთარ მოედანზე "ხაზარს" 2:0 მოუგო.
26-ე წუთზე მასპინძლები სწორედ ჩვენებური ფორვარდის გოლით დაწინაურდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"