ოთარ მარცვალაძე: ეს ჩემი შესაძლებლობების 70%-ია

AutoSharing Option
ვლადიკავკაზის "ალანიაში" ამ ზაფხულს გადასულმა ოთარ მარცვალაძემ ახალი კლუბის მაისურით ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი მიითვალა.

რუსეთის პირველი ლიგის მეცხრე ტურში, ვოლგოგრადის "როტორთან" გამართულ შეხვედრაში, ქართველმა ფორვარდმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

საბოლოოდ, მატჩი "ალანიამ" ანგარიშით 2:1 მოიგო, მარცვალაძეს კი დუბლის შესრულების შანსიც ჰქონდა - მეკარეს ბურთი ოსტატურად კი გადაუგდო თავზე, მაგრამ სტუმართა მცველმა მისი ხაზიდან გამოტანა შეძლო.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



მატჩის შემდეგ ოთარმა კლუბის ოფიციალურ საიტთან კომენტარი გააკეთა.

- როგორი გამოდგა ეს თამაში შენთვის და რას იტყვი ვლადიკავკაზელ გულშემატკივარზე?
- ვულოცავ
გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი.

რაც შეეხება თამაშს, რაც მთავარია, მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ.

საერთოდ, საშინაო შეხვედრებში დაძაბულობა და სირთულეები მეტია ხოლმე და გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო. მიუხედავად ამისა, გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და გამარჯვებაც სრულებით დაიმსახურა.

საგოლე მომენტები მრავლად გვქონდა და შეგვეძლო, გამარჯვებულის საკითხი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაგვეწყვიტა; პლუს, ერთ ეპიზოდში არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნაც შეეძლო.

- საკუთარ თამაშს როგორ აფასებ?
- ჯერჯერობით მიჭირს მატჩის სრულად ჩატარება, რადგან სათანადო კონდიციებამდე კიდევ მიკლია. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბევრი თამაში გამიცდა.

შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ჩემი შესაძლებლობების 70% გამოვავლინე.

- ამ სეზონში რამდენი გოლის გატანას აპირებ? გაქვს დასახული ბომბარდირული გეგმა?
- ამ სეზონში ჩემი გეგმა რუსეთის პირველ ლიგაში "ალანიას" გამარჯვება და პრემიერლიგაში გადასვლაა.

გოლები კი ჩემთვის არცთუ მნიშვნელოვანია. მზად ვარ, ისინი მსხვერპლად გუნდის გამარჯვებებს შევწირო.

ასევე იხილეთ:
ვაკო ყაზაიშვილის გოლი-მშვენება და ოთარ მარცვალაძის "პარაშუტი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
მარცვალაძე და მერებაშვილი სანაკრებო დონის ფეხბურთელები არიან თემუუუუუუუურ! გამოიღვიძე
შაკო
16:44 19-08-2013
0
ხორვატიასთან ვინ ივაჟკაცა?! ბურთი ვინ "ჩამოხსნა", კაცი ვინ მოატყუა და კობიაშვილს ვინ გაუგორა?! აა, აღარ თამაშობს პრემიერ-ლიგაში და "აღარ"?

მარცვალაძე ნაკრებშიი!!!! საცოდაობაა ამ კაცის ასე დავიწყება და შეუფასებლობა, უმაგრესი ფეხბურთელია!!! და პიროვნება რაც მთავარია, სულით და გულით ქართველია!

თამაში ვინც იცის ის უნდა გამოიძახო და ათამაშო!!!!
Giorgi
22:47 19-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული