ჯანო ანანიძე რუსეთში ტურის MVP-ად აღიარეს და სიმბოლურში შეიყვანეს [VIDEO]

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკიდან" "როსტოვში" განათხოვრებული ქართველი ჰავბეკისთვის, ჯანო ანანიძისთვის რუსეთის პრემიერლიგის V ტური ერთიორად გამორჩეული გამოდგა.

საქართველოს ნაკრებში გამოძახებული 20 წლის ფეხბურთელი კლუბში არცთუ კარგ ხასიათზე დაბრუნდა - მოგეხსენებათ, ყაზახეთში გამართულ ამხანაგურ მატჩში თემურ ქეცბაიას გუნდი 0:1 დამარცხდა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯანომ ის წაგება მალე დაივიწყა და აი, 19 აგვისტოს, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან" გამართულ რუსეთის ჩემპიონატის მატჩში გაიბრწყინა - გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა.

შედეგად, "როსტოვმა" ანგარიშით 4:0 მოიგო და ახლა 13 ქულით რუსეთის პრემიერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.

ჯანოს ეფექტური თამაში ყურადღების
მიღმა არ დარჩა რუსეთში - ქართველი ფეხბურთელი პოპულარულმა სპორტულმა საიტმა Championat.com-მა ტურის ყველაზე ღირებულ ფეხბურთელად (MVP) დაასახელა და თან, სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

"გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა - ასეთია მონდომებული ჯანოს მონაგარი "ვოლგასთან" თამაშში. ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და შეიძლება ითქვას კიდეც, რომ მან თავის არცთუ ხანგრძლივ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა", - წერს რუსული საიტი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge


ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძემ "ვოლგა" ამოაყირავა - გოლი და 2 საგოლე პასი! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ევროპაში აუცილებლად დიდ ყურადღებას მიიქცევს
saba
21:42 20-08-2013
0
ჯანოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!! უ რა მოსდო ...
giorgi
20:17 20-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული