ქართული ლეგიონი: ჯანო ანანიძის გუნდს "ლოკომოტივმა" გადაუარა

AutoSharing Option
"როსტოვი" წელში გადაამტვრიეს. რუსული პრემიერლიგის მოულოდნელ ლიდერს 26 აგვისტოს მოსკოვის "ლოკომოტივმა" შავი დღე აყარა - 5:0.

შესაძლოა, ეს ყველაფერი ეიფორიის ბრალიც იყოს. მძიმე მარცხი მიოდრაგ ბოჟოვიჩის ბიჭებს, ალბათ, მიწაზე დააბრუნებს.

ამ "გაუგებრობაში" მოჰყვა ჯანო ანანიძეც - წინა ტურის გმირი... 20 წლის შემტევი 26 აგვისტოსაც ძირითადში დააყენეს, მაგრამ... მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს.

განადგურებულმა "როსტოვმა" კი მატჩი 9 კაცით ჩაამთავრა.

* * *
უკეთესი ამბავი მოვიდა ფინური ვეიკაუსლიგიდან, სადაც ტურკუს "ინტერი" "იაროს" მასპინძლობდა. "ინტერის" ქართველი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე 75-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში,
როცა ანგარიში 0:0 იყო.

86-ე წუთზე კი გავიდა გოლი, რომელმაც ტურკუელებს გამარჯვება მოუტანა, ხოლო ამ გოლის ავტორი სწორედ საქართველოს ნაკრების ფორვარდი გახლდათ.

"ინტერმა" ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 30 წლის სირბილაძისთვის კი ეს მიმდინარე სეზონის 22-ე მატჩი და მე-7 გოლია.

* * *
ლატვიის ჩემპიონატში "ილუკსტემ" ლიეპაიას "მეტალურგსი" მიიღო და 1:3 წააგო. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი 24 წლის მცველმა, ყოფილმა ვიტჯორჯიელმა გიორგი ხუმარაშვილმა გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სწორედ წინა კვირას დავწერე, ნუ აგყავთ ცაში ახალგაზრდა ფეხბურთელი მეთქი,აცადეთ სეზონი თუ არა 5-6 თამაში მაინც ჩაატარებინეთ და მერე აქეთ რამდენიც გინდათ. მით უმეტეს როსტოვმა მხოლოდ აუტსაიდერებთან ითამაშა და მთავარი თამაშები ლიდერებთან წინ არის, ამის მერე კი წერეთ თვითონაც რო აუტსაიდერებში გადავა.
giorgi
12:29 27-08-2013
0
გასაკვირი არაა, უთამაშებელი ფეხბურთელი სტაბილური ვერ იქნება
gizog
13:26 27-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული