შესაძლოა, ეს ყველაფერი ეიფორიის ბრალიც იყოს. მძიმე მარცხი მიოდრაგ ბოჟოვიჩის ბიჭებს, ალბათ, მიწაზე დააბრუნებს.
ამ "გაუგებრობაში" მოჰყვა ჯანო ანანიძეც - წინა ტურის გმირი... 20 წლის შემტევი 26 აგვისტოსაც ძირითადში დააყენეს, მაგრამ... მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს.
განადგურებულმა "როსტოვმა" კი მატჩი 9 კაცით ჩაამთავრა.
* * *
უკეთესი ამბავი მოვიდა ფინური ვეიკაუსლიგიდან, სადაც ტურკუს "ინტერი" "იაროს" მასპინძლობდა. "ინტერის" ქართველი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე 75-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში,
86-ე წუთზე კი გავიდა გოლი, რომელმაც ტურკუელებს გამარჯვება მოუტანა, ხოლო ამ გოლის ავტორი სწორედ საქართველოს ნაკრების ფორვარდი გახლდათ.
"ინტერმა" ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 30 წლის სირბილაძისთვის კი ეს მიმდინარე სეზონის 22-ე მატჩი და მე-7 გოლია.
* * *
ლატვიის ჩემპიონატში "ილუკსტემ" ლიეპაიას "მეტალურგსი" მიიღო და 1:3 წააგო. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი 24 წლის მცველმა, ყოფილმა ვიტჯორჯიელმა გიორგი ხუმარაშვილმა გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"