ქართული ლეგიონი: ჯანო ანანიძის გუნდს "ლოკომოტივმა" გადაუარა

AutoSharing Option
"როსტოვი" წელში გადაამტვრიეს. რუსული პრემიერლიგის მოულოდნელ ლიდერს 26 აგვისტოს მოსკოვის "ლოკომოტივმა" შავი დღე აყარა - 5:0.

შესაძლოა, ეს ყველაფერი ეიფორიის ბრალიც იყოს. მძიმე მარცხი მიოდრაგ ბოჟოვიჩის ბიჭებს, ალბათ, მიწაზე დააბრუნებს.

ამ "გაუგებრობაში" მოჰყვა ჯანო ანანიძეც - წინა ტურის გმირი... 20 წლის შემტევი 26 აგვისტოსაც ძირითადში დააყენეს, მაგრამ... მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს.

განადგურებულმა "როსტოვმა" კი მატჩი 9 კაცით ჩაამთავრა.

* * *
უკეთესი ამბავი მოვიდა ფინური ვეიკაუსლიგიდან, სადაც ტურკუს "ინტერი" "იაროს" მასპინძლობდა. "ინტერის" ქართველი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე 75-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში,
როცა ანგარიში 0:0 იყო.

86-ე წუთზე კი გავიდა გოლი, რომელმაც ტურკუელებს გამარჯვება მოუტანა, ხოლო ამ გოლის ავტორი სწორედ საქართველოს ნაკრების ფორვარდი გახლდათ.

"ინტერმა" ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 30 წლის სირბილაძისთვის კი ეს მიმდინარე სეზონის 22-ე მატჩი და მე-7 გოლია.

* * *
ლატვიის ჩემპიონატში "ილუკსტემ" ლიეპაიას "მეტალურგსი" მიიღო და 1:3 წააგო. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი 24 წლის მცველმა, ყოფილმა ვიტჯორჯიელმა გიორგი ხუმარაშვილმა გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასპროცენტიანი ხარ... ეს ჟურნალისტები სხვებს რო აბრალებენ ქართული ფეხბურთის დაქცევას, ამათი ბრალია ყველაფერი... დააკომპლექსეს მტელი თაობა... ისეთი სტატიებია ჭკუიდან გადავა კაცი "ჩვენმა ფეხბურთელმა საუცხოოდ მიიღო ბურთი გრძელი გადაცემის მერე" საუცხოო პასი გააკეთა საკუთარ საჯარიმოში და მსგავსი სისულელეები... ამათაც გონიათ რო საკმარისად მაგრები არიან და რო ჩააგდებენ ერთ თამაშს, მერე წასულია მათი საქმე... საერთოდ ავკრძალავდი ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკას ცოტა ხანი მე პირადად... :@ :@ :@
--> giorgis
13:56 27-08-2013
0
გასაკვირი არაა, უთამაშებელი ფეხბურთელი სტაბილური ვერ იქნება
gizog
13:26 27-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული