გიორგი ჭანტურია: ყველაფერი დავაზუსტე, ნაკრებში მოვდივარ!

AutoSharing Option
გიორგი ჭანტურიას ამბავი ცნობილია - ფიფამ რუსეთში მიღებული დისკვალიფიკაცია აამოქმედა და არნემის "ვიტესის" თავდამსხმელს 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

რუსების თავგამოდებამ და ფიფას პრინციპულობამ გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა, ვერდიქტი სანაკრებო მატჩებზეც გავრცელებულიყო.

ალექსანდრე ჩივაძის 21-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 5 სექტემბერს ლუქსემბურგს, ხოლო 9-ში სლოვაკეთს ესტუმრებიან. ჩივაძემ "ვიტესის" შემტევიც გამოიძახა.

ორიოდე დღის წინ ვწერდით, რომ ფეხბურთის ფედერაცია აზუსტებდა, სანქციები სანაკრებო შეხვედრებსაც ხომ არ შეეხებოდა. ვითარებაში გასარკვევად თავად ჭანტურიას დავუკავშირდით:

"კლუბშიც მითხრეს და დავაზუსტე, რომ ეს დისკვალიფიკაცია ნაკრებებს არ ეხება. ასე რომ, ახალგაზრდული
ნაკრების შეკრებაზე მოვდივარ".


რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, ჭანტურიამ ორი შეხვედრა უკვე გამოტოვა: ერთი - რუსეთში, ერთიც - ჰოლანდიაში. "ვიტესში" თამაშს კი 6 ოქტომბერს შეძლებს, როცა არნემელები "ფეიენოორდს" უმასპინძლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუსეთში ჩხუბის გამო დასჯილი გიორგი ჭანტურია ვერც ნაკრებს დაეხმარება?
გიორგი ჭანტურია: მერაბ ჟორდანიამ საჭირო ხალხთან გადარეკა და...
გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული