ჯანო ანანიძემ ბავშვებს "ფეხბურთის გაკვეთილი" ჩაუტარა

AutoSharing Option
"როსტოვის" ქართველი ლეგიონერი ჯანო ანინიძე 30 სექტემბერს რუსეთის პრემიერლიგის მატჩში "ურალს" დაუპირისპირდა (1:1), მეორე დღეს კი - 1-ელ ოქტომბერს, თანაგუნდელებთან ერთად სკ "როსტოვის" საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელების წინაშე წარსდგა - რეგიონში მიმდინარე მასობრივი ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში ბავშვებს გაკვეთილი ჩაუტარა.

ჯანომ, თანაგუნდელ არტიომ ძიუბასა და სტიპე პლეტიკოსასთან ერთად, პატარებს ბურთის ფლობის ტექნიკა უჩვენა და სათამაშო ეპიზოდები წარმოუდგინა. ეს ყველაფერი ავტოგრაფების დარიგებით, სამახსოვრო ფოტოებითა და საჩუქრებით დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული