აკაკი ხუბუტია რუსეთის I დივიზიონის ტურის საუკეთესო მცველად დაასახელეს

AutoSharing Option
რუსეთის პირველი დივიზიონის (ფეხბურთის ნაციონალური ლიგა) ოფიციალური საიტის მიხედვით, აკაკი ხუბუტია მე-16 ტურის საუკეთესო მცველად დასახელდა.

27 წლის ქართველი მცველის გუნდი 32 ქულით პირველ ადგილზეა და ოთარ მარცვალაძის და გოჩა ხოჯავას "ალანიას" ქულით უსწრებს.

1-ელ ოქტომბერს "მორდოვია" "სალიუტს" შეხვდა და 1:0 მოუგო.

"მორდოვია" პრემიერლიგაში დაბრუნებისთვის ემზადება, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან გუნდმა შეინარჩუნა შარშანდელი ბირთვი. ცენტრალური მცველი აკაკი ხუბუტია გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ყოველ მატჩში უმატებს.

ართველი მცველი "სალიუტთან" მატჩში საჯარიმოს ბატონ-პატრონი იყო. მან იოლად დაკეტა მერსუდინ ახმეტოვიჩი და არ მისცა "ბალკანელ იბრაჰიმოვიჩს" ბურთის იოლად მიღების საშუალება. სავარაუდოდ, ხუბუტია ნაციონალური დივიზიონის საუკეთესო მცველია.
" - ვკითხულობთ საიტზე.

შეგახსენებთ, რომ I დივიზიონის ოფიციალური საიტი ყოველი ტურის შემდეგ ოთხ საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს პოზიციების მიხედვით. მე-16 ტურში საუკეთესოები, ხუბუტიას გარდა, იყვნენ:

მეკარე - ალექსანდრ ფილიმონოვი (არსენალი); ნახევარმცველი - იგორ გორბატენკო (შინიკი) და ფორვარდი - ალექსანდრ კუტინი (არსენალი).

7 ოქტომბერს ხუბუტიას გუნდი "როტორს" ესტუმრება.

ასევე იხილეთ:
რუსეთის I დივიზიონის "ქართულ დერბიში" ერთი გოლი გავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული