სტიპე პლეტიკოსა: საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი, ჯანო ანანიძე "როსტოვის" ბაზაზე რომ დავინახე

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ, ხორვატმა სტიპე პლეტიკოსამ "სპარტაკის" ფეხბურთელებზე, ჯანო ანანიძესა და არტიომ ძიუბაზე "სპორტ-ექსპრესთან" ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ორივე იჯარით "როსტოვში" იმყოფება, სადაც თამაშობს კიდევაც პლეტიკოსა.

- ძიუბა ამბობდა, რომ თქვენ შეუწყეთ ხელი მის ტრანსფერს "როსტოვში"...
- მე, უბრალოდ, მივესალმებოდი ამ ტრანსფერს, მის იდეას და როცა მოლაპარაკება დაიწყო, მე მას დავურეკე კიდევაც. "სპარტაკიდან" კარგად ვიცოდი მისი შესაძლებლობების შესახებ. უფრო ზუსტად, მეგონა, რომ ვიცოდი...

- ვერ გავიგეთ... რას გულისხმობთ?
- ამ რამდენიმე წელიწადში ძიუბა ძალიან შეიცვალა. როცა ბოლოს
და ბოლოს ის და ჯანო ანანიძე ბაზაზე გამოჩნდნენ, საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. როგორც ეს ბიჭები ვარჯიშობენ, მარტო ის ღირს ერთ რამედ - გიჟური მონდომებაა მათ მოქმედებაში.

ძიუბა ისევ ძველებურად მხიარული ბიჭია, უბრალოდ, ძალიან გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი. არ მესმის, რა ხდება "სპარტაკში", მაგრამ საოცარია, როგორ არ გამოადგნენ არტიომი და ჯანო მოსკოვურ გუნდს!

ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძემ ბავშვებს "ფეხბურთის გაკვეთილი" ჩაუტარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული