ძალიან ლამაზი და უჩვეულო ფინტების შემოქმედი ჯანო ანანიძე ტურის სიმბოლურშია [VIDEO]

AutoSharing Option
ინტერნეტგამოცემა "ჩემპიონატმა" "როსტოვის" ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

სიმბოლურში ნახევარმცველთა ხუთეული მართლაც დიდებულად გამოიყურება - ჯანო არის შემდეგ კამპანიაში: ანდრეი არშავინი (ზენიტი), დანი (ზენიტი), იგორ დენისოვი (დინამო) და ვაკასო მუბარაქი (რუბინი).

"ჯანომ კიდევ ერთხელ იტვირთა არტიომ ძიუბასთვის "ჭურვების მიმწოდებლის" როლი, "როსტოვის" ფორვარდმა ორივე გოლი ქართველი პლეიმეიკერის პასებით გაიტანა.

ამის გარდა, ჯანომ თავი ძალიან ლამაზი და უჩვეულო ფინტებით დაგვამახსოვრა, რომელთა წყალობითაც ის მუდმივად უძვრებოდა მეტოქე ფეხბურთელებს"
, - წერს "ჩემპიონატი".
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ტურის MVP სწორედ
ჯანოს პასების ადრესატი ძიუბა გახდა. ჯანომ "ჩემპიონატის" მიერ 7 ბალი დაიმსახურა.

* * *
გამოცემა "სპორტ-ექსპრესმა" ჯანო ანანიძეს (ძიუბასთან ერთად) "როსტოვში" საუკეთესო შეფასება - 6,5 ბალი დაუწერა, თუმცა ტურის სიმბოლურ ნაკრებში ქართველი ვერ მოხვდა.

* * *
"სპორტბოქსმა" გულშემატკივართა გამოკითხვა დაიწყო ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად. კანდიდატთა შორის ორი ქართველია: ჯანო ანანიძე და ალექსანდრე ამისულაშვილი.


ასევე იხილეთ:
ლეგიონი: მხსნელი მათე ვაწაძე, მეპასე ჯანო ანანიძე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული