"მე და ლიკა დავშორდით. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ თორნიკე თავისუფალია"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრთან, უკრაინული კლუბ ''ილიჩევეცის'' შემტევ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილთან შეხვედრას დიდხანს ვცდილობდით.

თორნიკე ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული და ჟურნალისტებისთვის მოუხელთებელი ფეხბურთელია.

გასულ კვირას ის საქართველოში იყო ჩამოსული. როგორც იქნა, შეხვედრა მოვახერხეთ და მის ცხოვრებაზე ბევრი საინტერესო ამბავი შევიტყვეთ.

- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, ერთი სული მაქვს, ''ილიჩევეცთან'' როდის დამთავრდება კონტრაქტიო. ზამთარში ამ გუნდთან კონტრაქტი გიმთავრდება. გაქვს საოცნებო კლუბი?
- საოცნებო კლუბს არ ვეძებ. ვეძებ რეალურ კლუბს, სადაც შეიძლება, 100%-ით ვიყო. მაქვს შემოთავაზება საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და რუსეთიდან. ''ილიჩევეცი'' ისეთი გუნდია,
რომ იქ ვერ ვგრძნობ თავს კარგად. ვერ ვეწყობი იქაურ სიტუაციას და ვერ ვთამაშობ ისე, როგორც საქართველოს ნაკრებში.

- გუნდს რატომ ვერ ეწყობი?
- შემტევ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ. ისევ დონეცკის ''შახტარში'' რომ ვთამაშობდე, ამ გუნდში დარჩენის დიდი სურვილი მექნებოდა, მაგრამ ''ილიჩევეცი'' არის გუნდი, რომელიც დღესდღეობით არ მომწონს და სხვა გუნდებისგან ველოდები შემოთავაზებას. ზამთრამდე მოვითმენ და მერე ალბათ რაღაცები გამოჩნდება.

- მეგონა, საოცნებო გუნდებში ''ბარსელონას'' ან მადრიდის ''რეალს'' დაასახელებდი...
- ჩემი საოცნებო გუნდი ''მილანია''. იტალიური ფეხბურთი ძალიან მომწონს და მინდა, იტალიაში თუ ვითამაშებ, ''მილანში'' ვითამაშო.

- ყველას თავი შენი ეპატაჟურობით დაამახსოვრე. ესპანეთის ნაკრებთან თამაშის წინ თავი რატომ გადაიპარსე?
- დათო თარგამაძე და გურამ კაშია ღამე მომეპარნენ და ერთ მხარეს ამპარსეს თმა. ბიჭები, უბრალოდ, გამეხუმრნენ. იძულებული გავხდი, მეორე მხარესაც ამეპარსა თავი. მერე მე სამაგიერო გადავუხადე თარგამაძეს და გადავპარსე თმა. თუ გახსოვთ, იმ პერიოდში ორივეს გვქონდა თავი გადაპარსული. იმის გამო არ გადამიპარსავს თმა, რომ ვიღაცები შემეშინებინა. ბიჭები ვღადაობდით, მარტო თავის გადაპარსვით თუ შეაშინებ ესპანელებსო.

- სხვა ფეხბურთელებისგან იმითაც გამოირჩევი, რომ ბევრი სვირინგი გაქვს.
- ხელებსა და ფეხებზე მართლა ბევრი სვირინგი მაქვს. მომწონს სვირინგი. რაიმე ნახატი რომ მომეწონება, ვიხატავ ხოლმე. ქურდული რაღაცები არ მახატია. ჩემი სვირინგები შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს. უახლოეს მომავალში რამდენიმე ნახატს კიდევ გავიკეთებ. ამოსვირინგებული მაქვს ანგელოზი და აფროდიტა, არწივი. მკლავზე დიდი თვალი მაქვს დახატული, მაგრამ აღარ მომწონს, მინდა, მოვიშორო. ამოსვირინგებული მაქვს ჩემი და ჩემი ყოფილი ცოლის ინიციალები ''თ'' და ''ლ'' ძველქართულად.

- ვინ იყო მეუღლე?
- ლიკა მუზაშვილი. გვყავს ერთი წლის შვილი - ალექსანდრე. მე და ლიკა ექვსი წელი ვიყავით ერთად. თხუთმეტი წლიდან ვხვდებოდით ერთმანეთს, წელიწად-ნახევრის წინ დავქორწინდით. ახლა უთანხმოება მოგვივიდა და დავშორდით. უთანხმოება ბევრჯერ მოგვსვლია, მაგრამ ახლა ყველაფერი სერიოზულადაა. მეგობრებად დავშორდით ერთმანეთს. ჩემი შვილის დედაა და სხვანაირად არც შეიძლება იყოს. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ თორნიკე თავისუფალია.

- ბევრს ვარჯიშობ, რომ წარმატებული სპორტსმენი იყო?
- სპორტსმენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. შეიძლება, დღეში ათი საათი ივარჯიშოს და შედეგი ნული მიიღოს. კარგ ფორმაში რომ იყო, უნდა ივარჯიშო და ყველანაირი გულაობა უნდა დაივიწყო. რა თქმა უნდა, მეც მიყვარს გულაობა, ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელს. ხანდახან ვფიქრობ, ამდენს ვშრომობ და მეც რატომ არ უნდა ვიგულაო-მეთქი; თან, როცა ვხედავ, რომ ჩემი მეგობრები ერთობიან. თუ გინდა, რომ შენს მეგობრებზე კარგად იყო, ხუთი წელი უნდა გაიჭირვო, არ უნდა იგულაო და მერე ყველაფერი კარგად იქნება.

მესმის, ამის შესრულება ძალიან ძნელია. ვის რა ჭკუა უნდა ვასწავლო, მეც მიყვარს აქეთ-იქით სიარული. მერე ვხვდები, რომ ჯობია, ახლა გაიჭირვო და არ იგულაო. კარგი გართობის მერე ყოველთვის ძნელია თამაში.

- საინტერესოა შენი აზრი ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით. ყოველთვის არის პრეტენზიები იმის გამო, რომ კლუბებში ფეხბურთელები კარგად თამაშობენ და ნაკრებში ძალებს ზოგავენ.
- ასეთ რამეს რომ ვისმენ, გული მწყდება. როგორც შეგვიძლია, ისე ვთამაშობთ. ნაკრებში ართამაში აბსურდია.

- რატომ უჭირს ქართულ ფეხბურთს? ალბათ, ამ შეკითხვაზე გაქვს პასუხი.
- ჩვენ საბჭოთა კავშირში ვართ ჩარჩენილები. ყველას ჰგონია, რომ დათო ყიფიანი, ჩივაძე და გუცაევი გვყვანან კიდევ ნაკრებში. ჩემს თავზეც ვიტყვი. აღარ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ადრე იყვნენ. რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას და უნდა შევეგუოთ.

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ბევრი აკრიტიკებს.
- ბევრი ლაპარაკობს ქეცბაიას მინუსებზე, მაგრამ მე ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება ითქვას, ქეცბაიამ აღმომაჩინა. მან შანსი მომცა, ნაკრებში ამიყვანა და ეს შანსი გამოვიყენე. მსოფლიოში შეუცდომელი მწვრთნელი არ არსებობს. ქეცბაიას ათი კარგი რომ გაუკეთებია და ორი ცუდი, ხალხს ცუდი უფრო ახსოვს. რა თქმა უნდა, ყველას შედეგი უნდა. მეც რომ მაყურებელი ვიყო, ქართული ფეხბურთის მხოლოდ კრიტიკას დავიწყებდი, მაგრამ ნაკრებში რომ ვთამაშობ, ვიცი, რომ ყველაფერი ისე ადვილი არაა, როგორც შეიძლება ტრიბუნებიდან ჩანდეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
მკითხველის კომენტარები / 8 /
ქართული ფეხბუირთის სახე:) ვაი შენს პატრონს
soso
12:38 25-10-2013
0
დამშვიდდით რა ხალხოოო ცუდად რომ ეთამაშა და ეგეთი სტერი ყოპილიყო ამასაც ვერ მიაღწევდაა და ცოლს და შვლის არაფერი აკლია და არც მოაკლდება და თორნიკე რომ დიდსუულოვანია ისეთი რომ იყოს საქართველოს 10 % მაინც რაღაც გვესველებოდა
lile
15:28 30-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული