ჯანო ანანიძე ჩილიმს აბოლებს! - "როსტოვის" ფანები აღშფოთებულნი არიან

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე შარშია - საქართველოს ნაკრების ჰავბეკს "როსტოვის" გულშემატკივრები აუმხედრდნენ.

როსტოვული კლუბის ფანები არა იმდენად "კრილია სოვეტოვთან" საშინაო არენაზე წაგებულმა მატჩმა (1:2), არამედ თამაშის შემდეგ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის, ჯანოს საქციელმა გააღიზიანა.

როგორც ირკვევა, "როსტოვის" მოთამაშეები იმ ავბედით საღამოს ერთ-ერთი თანაგუნდელის დაბადების დღის აღსანიშნავად რესტორანში შეიკრიბნენ და სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს.

ერთ-ერთ სურათზე ჯანო "როსტოვის" ხორვატ მცველ ხრვოე მილიჩთან ერთადაა, ხელში კი ქართველს ჩილიმი მოუჩანს.

"ხრვოე მილიჩის "ინსტაგრამში" "კრილიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ გაუგებარი შინაარსის ფოტოსურათი გაჩნდა, სადაც მილიჩი და ჯანო
ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ცნობილ ბარში, ხელში ჩილიმით არიან გამოსახულნი.

ასე აღნიშნეს ჩვენმა
"მოთამაშეებმა" ფლორან საინამ-პონგოლიას დაბადების დღე.

საყურადღებოა, რომ ფოტოსურათი საღამოს 11 საათზეა ატვირთული. და რეჟიმი?

ჩვენ გვაქვს პრეტენზიები გუნდისადმი, მაგრამ ასეთი ფოტოსურათების შემდეგ ისინი კიდევ უფრო მრავლდება",
- ნათქვამია "როსტოვის" გულშემატკივართა საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მომზადებულია fk-rostselmash.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
მარადონა იჩხერდა, მარა რავა თამაშობდა???
კომბლე
02:58 24-10-2013
0
რა გინდათ ამ ბიჭისგან. ვიცნობ და არც ეწევა არ სვამს და რატო უნდა დაუგდოს ტემპს. ერთხელ თუ ჩილიმი გააბოლა დიდი ამბავი. ნარკოტიკი და ჩილიმი შეიდარება?
kobuleTi
12:41 25-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული