ქუთაისური ფესვები, კრიმინალები და ხატების ბიზნესი - ვინაა "ვიტესის" ახალი მფლობელი

AutoSharing Option
22 ოქტომბერს "ვიტესის" ოფიციალურ საიტზე გამოცხადდა, რომ კლუბის აქციების დიდი ნაწილის მფლობელმა მერაბ ჟორდანიამ გუნდი რუს ბიზნესმენ ალექსანდრ ჩიგირინსკის მიჰყიდა.

მოგეხსენებათ, ჟორდანია კლუბის მხოლოდ მფლობელი არ იყო, ის პრეზიდენტიცაა.

"ომროეპ ხელდერანდის" (ხელდერანდი ის მხარეა ჰოლანდიაში, სადაც ქალაქი არნემი მდებარეობს) ინფორმაციით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა მერაბ ჟორდანია "ვიტესის" პრეზიდენტად, თუმცა ამის შანსი არსებობს.

სხვათა შორის, კლუბს უკვე წესების მიხედვითაც აღარ შეუძლია, მფლობელი და პრეზიდენტი ერთი და იგივე პიროვნება ჰყავდეს. თუ გავითვალ
ისწინებთ ჩიგირინსკისა და ჟორდანიას კარგ ურთიერთობას, გამორიცხული არაა, ის დარჩეს პოსტზე. კლუბი დღეისთვის ამას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"დე ტელეგრააფი" კი წერს, რომ რეალურად "ვიტესში" სიტუაციის მმართველი "ჩელსის" ბოსი რომან აბრამოვიჩია. "ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს", - წერს გამოცემა.

"ქართველი მილიონერი მერაბ ჟორდანია მიხვდა, რომ უახლოესი კაპიტალური პროექტებისთვის საჭირო რესურსები მას არ ჰქონდა".

"ომროეპ ხელდერანდი" სტატიას აქვეყნებს "ვიტესის" შესახებ, რომლიდანაც რამდენიმე ციტატას შემოგთავაზებთ:

ვინ არის ალექსანდრ ჩიგრინსკი?
50 წლის რუსი მილიარდერი, 2009 წლის სიაში ის რუსეთში 375-ე ადგილზეა. მისი ბიზნესინტერესები მოიცავს ევროპის ქვეყნებსაც, მათ შორის, გერმანიას. მისი კომპანიაა "სნეგირი დიველოპმენტი".

როდესაც ჟორდანიამ "ვიტესი" ჩაიბარა, მან ჩიგირინსკი თანადამფინანსებლად დაასახელა. ინტერვიუში ჟორდანიამ მაშინ განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, ჩიგირინსკი მას კლუბში ფინანსურ დახმარებას გაუწევდა.

რა გააკეთა ჟორდანიამ "ვიტესისთვის"?
მან 10 მილიონი ევრო ჩადო თანამედროვე ბაზის ასაშენებლად. საერთო შეფასებით, ამ სამი წლის განმავლობაში "ვიტესში" 50-დან 100 მილიონ ევრომდე დაიხარჯა.

* * *
საიტ "რუსული მაფიის" ინფორმაციით, ალექსანდრე შალვა ჩიგირინსკის უმცროსი ძმაა, შალვა კი საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია. 2008 წელს "ფორბსი" მის ქონებას 2,3 მილიარდ დოლარად აფასებდა.

რაც ყველაზე საინტერესოა, ძმები ქუთაისიდან არიან წარმოშობით. შალვამ "რადიო სვობოდასთან" ინტერვიუში ადრე აღიარა, რომ ბიზნესი თავიდან არალეგალური ქმედებებით ააწყო. 20 წლის განმავლობაში მისი საქმიანობა ანტიკვარებს უკავშირდებოდა.

ზოგიერთ მედიაში დაიწერა, რომ შალვა ე.წ. ხატების ბიზნესში იყო. მედია წერდა შალვას კავშირებზე ქართულ კრიმინალურ ჯგუფებთანაც, მაგალითად, "სოლნცევის" ჯგუფის ლიდერ ჯემალ ხაჩიძესთან.

ასევე იხილეთ:
რისთვის ემზადება მერაბ ჟორდანია?
მკითხველის კომენტარები / 3 /
ალექსადრ ჩიგირინსკი ჩემი სკოლელია დაამთავრა ქუთაისის მე-10 საშუალო სკოლა შურიკია რიჟას ვეძახოდით ამ ჩემის ვართა პეტიას მაგრამ ეხლა რამდენს მიაღწია ღმერთმა გაუმარჯოს ბევრ ქუთაისელს დახმარებია კაი კაცია ქუთაისიც უყვარს და საქართველოც ისევე როგორც ყველა ქართველ ებრაელს სომხებისგან განსხვავებით
kutaisski
20:48 23-10-2013
0
ეს ცხოვრება პოლიტიკურადაც და ისედაც მაფიაა, გაუმარჯოს ქარტველებს, რას იჩხრიკებით.
dalesi
19:35 23-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული