ლადო დვალიშვილი: ეროვ­ნულ ნაკრებში რა­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და შე­იც­ვა­ლოს

AutoSharing Option
ვლა­დი­მერ დვა­ლიშ­ვილმა, რომელსაც პო­ლო­ნურ მე­დი­ა­ში "ტანკს" უწო­დე­ბენ, რო­მელ­მაც "ექ­სტრაკ­ლა­სას" მე-12 ტურ­ში გლი­ვი­ცეს "პიას­ტის" კარ­ში ორი გო­ლი გა­ი­ტა­ნა!

ცო­ტა რომ გა­მარ­თლე­ბო­და, ვარ­შა­ვის "ლე­გი­ას" და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფორ­ვარდს ჰეთ-თრი­ქის შეს­რუ­ლე­ბაც შე­ეძ­ლო, თუმ­ცა დუბ­ლიც ჩი­ნე­ბუ­ლი შე­დე­გია და ლა­დოს სტა­ტის­ტი­კაც - პო­ლო­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში დვა­ლიშ­ვილს 8 მატ­ჩში 7 ბურ­თი აქვს გა­ტა­ნი­ლი, ანუ, სა­შუ­ა­ლოდ, ყო­ველ 73 წუთ­ში ერ­თი გო­ლი!

რა­ტომ ვერ არის ასე­თი­ვე შე­დე­გი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში, რას ერ­ჩო­და "ლე­გი­ას" სტა­დი­ო­ნის სა­რეკ­ლა­მო ბა­ნერს და რი­თი ჰგვა­ნან პო­ლო­ნე­ლი ქო­მა­გე­ბი ქარ­თვე­ლებს - ამას თა­ვად ფეხ­ბურ­თე­ლი გვი­ამ­ბობს:
იხილეთ
ვიდეო

Sportall.Ge
- "პი­ას­ტთან" მატ­ჩში გუნ­დის თა­მა­ში­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ და სა­კუ­თა­რი გარ­ჯი­თაც. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი მო­ვი­გეთ, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში, თა­მა­შის საწყ­ი­სი ნა­ხე­ვა­რი თა­ნა­ბარ ბრძო­ლა­ში გა­ი­ლი­ა, 46-ე წუთ­ზე კი სტუმ­რებ­მა ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბაც მო­ა­ხერ­ხეს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამის შემ­დეგ უპი­რა­ტე­სო­ბას "ლე­გი­ა" და­ე­უფ­ლა და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად გა­ი­მარ­ჯვა. მე­სა­მე ბურ­თის გა­ტა­ნაც შე­მეძ­ლო, ბურ­თი კა­რის ძელ­მა აის­ხლი­ტა, და­მა­ტე­ბა­ზე კი ყვე­ლას ჩემ­მა თა­ნა­გუნ­დელ­მა და­ას­წრო და ან­გა­რიშ­ში სხვა­ო­ბა გა­ზარ­და.

- "პი­ას­ტის" კარ­ში გა­ტა­ნი­ლი პირ­ვე­ლი გო­ლი ძალ­ზე ემო­ცი­უ­რად აღ­ნიშ­ნე... გა­სა­გე­ბი­ა, რომ რამ­დე­ნი­მემატ­ჩი­ა­ნი უგო­ლო სე­რი­ის შემ­დეგ გა­ტა­ნილ­მა ბურ­თმა გა­გა­ხა­რა, მაგ­რამ სა­რეკ­ლა­მო ბა­ნერს რას ერ­ჩო­დი?
- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, გა­ხა­რე­ბულ­მა ბა­ნერს მი­ვარ­ტყი ფე­ხი, ეს იყო და ეს (ი­ცი­ნის). ბო­ლო ორ მატ­ჩში მარ­თლაც არ მქონ­და ბურ­თი გა­ტა­ნი­ლი, მა­ნამ­დე კი ტრავ­მის გა­მო ვერ ვთა­მა­შობ­დი. ვერ ვიტყ­ვი, რომ ასე­თი რე­აქ­ცია ორ­მატ­ჩი­ა­ნი უგო­ლო "სე­რი­ის" ბრა­ლი­ა. უბ­რა­ლოდ, მატ­ჩი ისე და­ძა­ბუ­ლად და ემო­ცი­უ­რად მი­დი­ო­და, ან­გა­რი­ში რომ გავ­ხსე­ნი, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და...

- და ამ ჟეს­ტით კრი­ტი­კო­სებ­საც უპა­სუ­ხე?
- ბო­ლო თა­მა­შებ­ში მარ­თლაც არ მაკ­ლდა კრი­ტი­კა. პო­ლო­ნეთ­ში ერ­თი მატ­ჩის ჩაგ­დე­ბა­საც კი არა­ვინ გა­პა­ტი­ებს. "ლე­გი­ა" ისე­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის მქო­ნე გუნ­დი­ა, მის­გან ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ში მაქ­სი­მუმს ითხ­ო­ვენ. მით უმე­ტეს, ლე­გი­ო­ნე­რის­გან... მო­ი­გებ? პო­ლო­ნე­ლე­ბი მა­შინ­ვე გმი­რად შეგ­რაცხ­ავენ, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი­ა, ერთ მატ­ჩში წა­ი­ფორ­ხი­ლო, იმწუთ­სვე კრი­ტი­კის ქარ­-ცეცხ­ლი და­გატყ­დე­ბა თავს!

- პო­ლო­ნე­ლე­ბი ქარ­თვე­ლი ქო­მა­გე­ბი­ვით ყო­ფი­ლან...
- არამ­ხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი, თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ერ­თმა­ნეთს ჰგავს - წა­გე­ბის "პა­ტი­ე­ბა" არ უყ­ვართ... მით უმე­ტეს, რო­ცა თა­მა­შობ ქვეყ­ნის წამ­ყვან კლუბ­ში, რომ­ლის მი­ზა­ნიც ყო­ველ­თვის მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბა­ა.

ვი­მე­ო­რებ, ლე­გი­ო­ნე­რე­ბის­გან მუ­დამ გან­სა­კუთ­რე­ბულ თა­მაშს ითხ­ო­ვენ, თუმ­ცა, რო­ცა ასეთ გუნ­დში ხარ, ქო­მა­გე­ბი­სა და პრე­სის წნეხ­საც უნ­და გა­უძ­ლო. პი­რა­დად მე უკ­ვე მი­ვეჩ­ვიე ამ ყვე­ლა­ფერს და თუნ­დაც უიღ­ბლო პე­რი­ო­დი მქონ­დეს, ვი­ცი, რო­გორც კი გო­ლე­ბის გა­ტა­ნას გა­ვაგ­რძე­ლებ, გულ­შე­მატ­კი­ვარ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს ისევ მო­უბ­რუნ­დე­ბათ გუ­ლი...

მძი­მე მო­მენ­ტე­ბი ადა­მი­ან­მა თა­ვად უნ­და გა­და­ლა­ხოს. უფ­ლის წყა­ლო­ბით, აქამ­დე ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ­დი არა­სა­სი­ა­მოვ­ნო პე­რიო­დე­ბის "გა­და­გო­რე­ბას" და იმე­დი­ა, მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა. წნე­ხის გაძ­ლე­ბა თუ არ შე­გიძ­ლი­ა, მა­შინ წა­დი და უბ­ნის დო­ნე­ზე ითა­მა­შე ფეხ­ბურ­თი...

- რვა მატ­ჩში შვი­დი გო­ლი გაქვს გა­ტა­ნი­ლი. პო­ლო­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­მოთ­ვა­ლეს, რომ სა­შუ­ა­ლოდ, ყო­ველ 73 წუთ­ში ერ­თხელ გა­გაქვს ბურ­თი... რო­გორც ჩანს, "ლე­გი­ას" ქო­მა­გე­ბი მარ­თლაც ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან, ასე­თი სტა­ტის­ტი­კის მქო­ნე ფეხ­ბურ­თე­ლის საყ­ვე­დურს რომ ბე­და­ვენ...
- რვი­დან მხო­ლოდ ხუ­თი მატ­ჩი მაქვს დაწყ­ე­ბუ­ლი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, და­ნარ­ჩენ შეხ­ვედ­რებ­ში კი ბო­ლო წუ­თებ­ზე შევ­დი­ო­დი შეც­ვლა­ზე. რამ­დე­ნი გო­ლიც არ უნ­და გქონ­დეს გა­ტა­ნი­ლი, საკ­მა­რი­სი­ა, მომ­დევ­ნო მატ­ჩი წა­ა­გო და აქა­უ­რე­ბი მა­შინ­ვე გა­გაკ­რი­ტი­კე­ბენ. ფეხ­ბურ­თში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა და ხომ შე­იძ­ლე­ბა, კარ­გად ითა­მა­შო და მა­ინც წა­ა­გო?! მაგ­რამ არა, - პო­ლო­ნეთ­ში ყუ­რადღ­ე­ბას მხო­ლოდ შე­დეგს აქ­ცე­ვენ! ჩემ­თვის მთა­ვა­რი­ა, გო­ლე­ბის გა­ტა­ნა გა­ვაგ­რძე­ლო და რამ­დე­ნიც უნ­დათ, მი­საყ­ვე­დუ­რონ (ი­ცი­ნის).

- 73 წუთ­ში ერ­თი კი არა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ბო­ლო 730 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­ლი აღარ გა­გი­ტა­ნი­ა...
- ნაკ­რებს ისეთი ტაქ­ტი­კა და გე­ზი აქვს არ­ჩე­უ­ლი, ძნე­ლია გო­ლის გა­ტა­ნა... ამის მი­უ­ხე­და­ვად, მო­მენ­ტე­ბი მა­ინც გვქონ­და და ჩემს თავ­საც ვა­და­ნა­შა­უ­ლებ - რო­ცა შან­სი მქონ­და, მა­შინ ხომ უნ­და გა­მე­ტა­ნა?!

თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, რო­ცა გუნ­დი უმე­ტეს­წი­ლად დაც­ვა­ზე ფიქ­რობს, გო­ლის გა­ტა­ნა თავ­დამ­სხმე­ლის­თვი­საც რთუ­ლი­ა... არა­და, მა­ნამ­დეც ხომ ვთა­მა­შობ­დი ნაკ­რებ­ში და გამ­ქონ­და გო­ლე­ბი? ამას წი­ნათ წა­ვი­კითხე - სა­მი წე­ლი­ა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ნო­მი­ნა­ლურ თავ­დამ­სხმელს გო­ლი აღარ გა­უ­ტა­ნიაო და რა­ღა­ზეა ლა­პა­რა­კი?!

- ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქეც­ბა­ი­ას არა­სო­დეს აუკ­რძა­ლავს მათ­თვის შე­ტე­ვა... გა­მო­დის, მხო­ლოდ მწვრთნე­ლის პრობ­ლე­მას­თან არ გვაქვს საქ­მე?
- მარ­თა­ლი­ა, მწვრთნელს არას­დროს უთ­ქვამს, არ შე­უ­ტი­ო­თო, მაგ­რამ ფაქ­ტი­ა, რომ ნაკ­რე­ბი დაც­ვი­დან თა­მა­შობს. ეროვ­ნულ გუნ­დში რა­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და შე­იც­ვა­ლოს.

ფეხ­ბურთს მე­ტი ყუ­რადღ­ე­ბა სჭირ­დე­ბა. ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. მა­გა­ლი­თად, პო­ლო­ნეთ­ში საკ­მა­რი­სი­ა, ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შემ 3-4 კარ­გი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­როს, ნაკ­რებ­შიც იწ­ვე­ვენ და ძლი­ე­რი კლუ­ბე­ბიც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის მე­ტი რა არის, მაგ­რამ ვინ აქ­ცევს ყუ­რადღ­ე­ბას?

არა­და, ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბი რომ გვყავს, ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის შე­­დე­გე­ბიც ადას­ტუ­რებს. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს მენ­ტა­ლი­ტე­ტის გა­მოც ექ­მნე­ბათ პრობ­ლე­მე­ბი. მცი­რედს მი­აღ­წე­ვენ თუ არა, სტი­მულს კარ­გა­ვენ, ზო­გი­ერთს უკ­ვე ვარ­სკვლა­ვი ჰგო­ნია თა­ვი და... ასე იკარ­გე­ბა უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა.

- აქამ­დე პო­ლო­ნურ მე­დი­ა­ში "ტანკს" გი­წო­დებ­დნენ... "პი­ას­ტთან" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი დუბ­ლის შემ­დეგ ახა­ლი მეტ­სა­ხე­ლი ხომ არ შე­გარ­ქვეს?
- ალ­ბათ, და­წერ­დნენ - "ტან­კი დაბ­რუნ­და­ო" (ი­ცი­ნის). სი­მარ­თლე გითხ­რათ, არ ვკითხ­უ­ლობ ასეთ რა­ღა­ცებს. იმ­დენ რა­მეს წე­რენ, ყვე­ლა­ფე­რი რომ წა­ვი­კითხ­ო, ვარ­ჯი­შის­თვის დრო აღარ დამ­რჩე­ბა.

რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული