ლადო დვალიშვილი პოლონეთში თვითონაც იტანს და სხვასაც ატანინებს [VIDEO]

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში თავი გამოიჩინა ლადო დვალიშვილმა.

მისმა "ლეგიამ" "ზაგლებიეს" 2:0 მოუგო და ლიდერობა განიმტკიცა, ქართველმა კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

38-ე წუთზე მისი პასით პორტუგალიელმა პინტომ გაიტანა, ხოლო 55-ე წუთზე სტუმრებმა საჯარიმოში ხელით ითამაშეს და ქართველმა ლეგიონერმა პენალტი უნაკლოდ შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლადო ამით არ დაკმაყოფილდა და ერთ ეპიზოდში თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, როდესაც თავის საჯარიმოში ჩასული, მეტოქე ფეხბურთელის დარტყმულს ჩაუწვა.

დვალიშვილს უკვე 8 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული