ჯანო ანანიძე Соккер.Ру-ს სეზონის რჩეულებში

AutoSharing Option
გამოცემა Соккер.Ру აგრძელებს რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო 11-ეულის შერჩევას I ეტაპის შემდეგ.

ახლა ჯერი მარცხენა ნახევარმცველებზე მიდგა და 6 კანდიდატს შორის ქართველი ჯანო ანანიძეცაა (როსტოვი).

"ჯანო ანანიძეს როსტოვული იჯარა ძალიან მოუხდა. ბიჭი კარგად ჩაეწერა მიოდრაგ ბოჟოვიჩის გუნდის ტაქტიკაში. "ყვითლების" ნახევარმცველებმა კარგად შეისწავლეს ძიუბას უპირატესობები წინა ხაზზე, მაგრამ ყველაზე უკეთ ეს მაინც ჯანომ იცის. ანანიძეს პლეიმეიქერის ღირსებები აქვს და ნებისმიერ მომენტში შეუძლია მეტოქის დაცვის ხაზის "გაჭრა" ერთი პასით.

მიიღებს სათამაშო პრაქტიკას ჯანო "როსტოვში" და დაბრუნდება "სპარტაკში", სადაც ხურადოს შემადგენლობიდან ამოგდებას შეეცდება. რატომაც
არა?"
- წერს რუსული გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ მკითხველებმა 6 კანდიდატიდან ერთი უნდა შეარჩიონ. ჯანოს კონკურენტები არიან: მიგელ დანი (ზენიტი), ხოსე მანუელ ხურადო (სპარტაკი), ჟოაოზინიო (კრასნოდარი), ანდრეი არშავინი (ზენიტი) და გიოკჰან კარადენიზი (რუბინი).

***
ამასობაში რუსულმა მედიამ გაარკვია კონტრაქტის დეტალები, რომლის მიხედვითაც, ჯანო ანანიძის და არტიომ ძიუბას იჯარა სეზონის ბოლომდე გაგრძელდა - აღმოჩნდა, რომ "სპარტაკს" ძიუბას დაბრუნების უფლება სეზონის ბოლომდე აღარ აქვს.

ჯანოს შემთხვევა კი სხვაგვარია - მოსკოვურ კლუბს ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაარღვიოს შეთანხმება და ქართველი უკან გამოიხმოს, მაგრამ რუსული მედია იმასაც ამტკიცებს, რომ ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

ასევე იხილეთ:
"როსტოვს" ჯანო ანანიძის გამოსასყიდი ფული არა აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული