ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" იტალიის სერია B-ში ლიდერობა დაკარგა

AutoSharing Option
იტალიის სერია B-ს მე-20 ტურში მოულოდნელად წააგო ლევან მჭედლიძისა და ირაკლი შეყილაძის "ემპოლიმ", ლიდერი შინ 0:1 დამარცხდა "ჩიტადელასთან" და პირველობა "პალერმოს" გადაულოცა.

მჭედლიძემ 79-ე წუთზე ფრანკო სინორელი შეცვალა, ხოლო შეყილაძე სათადარიგო იყო.

ასპარეზობის ბოლო წუთზე ლევანს გატანა შეეძლო, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეღობა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტური გაიმართება - 29 დეკემბერს "ემპოლი" მესამეადგილოსან "პესკარას" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული