ლევან კობიაშვილმა უკანასკნელი შეკრება დაასრულა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბერლინის "ჰერტამ" ბოლო ტესტ-მატჩი გამართა და მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" 0:3 წააგო.

ლევან კობიაშვილმა ამ მატჩში ბერლინელთა რიგებში სრულად ჩაამთავრა მეორე ტაიმი (ტაიმები გუნდმა სულ სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა).

ამ შეხვედრაში ერთი ინციდენტი მოხდა - 88-ე წუთზე ლაინსმენმა ტრავმა მიიღო და გუნდებმა შეხვედრა აღარ დაასრულეს.

თურქულ ბელეკში "ჰერტამ" 8-დღიანი შეკრება მოაწყო. 25 იანვარს "ჰერტა" ბუნდესლიგაში "აინტრახტს" ხვდება. მწვრთნელი იოს ლუჰუკაი ძალიან კმაყოფილი დარჩა შეკრებით, ხოლო ლევან კობიაშვილისთვის ეს შეკრება უკანასკნელი იყო მის 19-წლიან პროფესიულ კარიერაში.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ლეგიონი: ლევან კობიაშვილის
ბოლო შეკრება?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული