ბაქოს "ინტერის" პრეზიდენტი: გიორგი ლომაიამ მალე შეიძლება ფეხბურთს თავი დაანებოს

AutoSharing Option
"აზერიფუტბოლს" ინტერვიუ ბაქოს "ინტერის" პრეზიდენტმა გეორგი ნიკოლოვმა მისცა, რომელიც კლუბში მრავალ თემას შეეხო და ბუნებრივია, ქართველთა შესახებაც ილაპარაკა.

მან აღნიშნა, რომ კახა ცხადაძის გუნდმა სეზონი საშინლად დაიწყო, თუმცა შემდეგ მწვრთნელთა შტაბმა და ფეხბურთელებმა სიტუაცია შემოატრიალეს: "სეზონის პირველი ნაწილის დასაწყისის გათვალისწინებით, კმაყოფილი ვარ. ეს იყო მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა".

კლუბის პრეზიდენტს დაეკითხნენ, ხომ არ აპირებს ახალი მეკარის შეძენას, რადგან გიორგი ლომაია უკვე ასაკშია.

"ჯერჯერობით ასეთი გეგმები არა გვაქვს. დიახ, გიორგი უკვე ასაკოვანია და შეიძლება მალე ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს, მაგრამ მას ზურგს
უმაგრებს პერსპექტიული სალაჰატ აგაევი. მე ის ძალიან მომწონს".

შეგახსენებთ, რომ 34 წლის გიორგი ლომაია "ინტერში" 2009 წელს გადავიდა. მან ეროვნულ ნაკრებში 50-მდე თამაში გამართა.

სხვათა შორის, "ინტერის" მატჩს თურქეთში (გერმანულ "კილთან" 0:3 წააგო) აზერბაიჯანის ნაკრების გერმანელი თავკაცი ბერტი ფოგთსი დაესწრო.

ასევე იხილეთ:
კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის "ინტერმა" მეორე საკონტროლო მატჩი წააგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული