"პირველი დივიზიონის ფეხბურთელებს შორის ერთ მატჩის საშუალო შეფასებით ოთარ მარცვალაძეს საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა და ამიტომაც 12-ეულში პირველია. გაისად ოთარი "ვოლგასთან" ერთად პრემიერლიგაში იასპარეზებს და წარმატებებს ვუსურვებთ", - წერს საიტი onedivision.ru.
მარცვალაძეს ლიგაში საუკეთესოდ მიიჩნევს "ვოლგას" მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეც.
"ოთარი კიევის "დინამოში" იყო, მაგრამ ტრავმების გამო ვერ ათამაშდა. ამასთან, ის მძიმე ავარიაშიც მოყვა და ამის გამოც გარკვეული პერიოდი გაუცდა.
"ვოლგაში" ოთარი ჯერ კიდევ მაშინ გავუშვი იჯარით, როცა "ანჟიში" ვმუშაობდი. მახაჩყალაში ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ბევრი ქართველი მყავდა. ამას ოთარიც ხედავდა, ყველაფერი აწონ-დაწონა და თავადვე გამოთქვა მახაჩყალიდან წასვლის სურვილი. მარცვალაძე ნამდვილი პროფესიონალია და ეს მხოლოდ ვარჯიშებსა და მატჩებში კი არა, მოედნის მიღმაც ჩანს. მას ლიდერის თვისებები აქვს. "ვოლგაში" თამაშისას ოთარი მხოლოდ აწმყოზე კი არა, მომავალზეც ფიქრობდა. მას დაუფიქრებლად დავასახელებდი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, რასაც დიდი შრომის ხარჯზე მიაღწია".
მარცვალაძესა და მის გუნდზე ერთ ინფორმაციასაც გაგაცნობთ, რომელიც "სპორტ ექსპრესმა" გუშინ გაავრცელა. ამ ცნობის თანახმად, "ვოლგას" უკვე ხუთი ახალწვეული ჰყავს სამწლიანი კონტრაქტებით, ხუთეულში ერთადერთი ქართველია - ნახევარმცველი გოგიტა გოგუა, რომელმაც ნალჩიკის "სპარტაკი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ამავე ვებგვერდის ცნობით, "ვოლგასთან" სამწლიანი კონტრაქტები გააფორმეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ნიჟნინოვგოროდელთა გუნდში განათხოვრების წესით თამაშობდნენ. ასეთებში ორი ჩვენებურია - ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა.