უკრაინის ნაკრების 10-ნომრიანი მაისურა ჯაბა ლიპარტიას

AutoSharing Option
22 იანვარს უკრაინული პრემიერლიგის მეექვსეადგილოსანი ლუგანსკის "ზორია" თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრა.

გუნდთან ერთად გაემგზავრა ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია. სხვათა შორის, გუნდის თავკაცმა იური ვერნიდუბმა ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პლეიმეიქერის ყიდვას აპირებენ, მოლაპარაკება მიდის და ახალი ფეხბურთელი გუნდს შესაძლოა თურქეთში შეუერთდეს. ეს ყველაფერი კი იმიტომ არის საინტერესო, რომ ჯაბა არის სწორედ გუნდის მთავარი გამთამაშებელი.

გამგზავრებამდე გუნდის ფეხბურთელები ოთხად გაიყვნენ და საქველმოქმედო ფუტსალის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. ქართველის გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა, ჩვენებურმა კი რამდენიმე გოლიც გაიტანა.

სხვათა შორის, იმ ტურნირზე თანაგუნდელებმა ჯაბას ხუმრობით
უკრაინის ნაკრების მაისურა, თანაც, 10-ნომრიანი გადასცეს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული