sbnation: მისტიკური ქართველისა და მისი "ვალეტას" მიზანი ჩემპიონთა ლიგაა!

AutoSharing Option
sbnation-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს მერაბ ჟორდანიას მალტურ "ვალეტაში" გადასვლის შესახებ, რომელსაც შემოკლებული სახით გთავაზობთ:

"ვიტესის" ყოფილმა დროებითმა მფლობელმა მერაბ ჟორდანიამ მალტური კლუბი "ვალეტა" შეიძინა.

"ვალეტა" მალტის ჩემპიონატში გამოდის, სახელი კი ქვეყნის დედაქალაქისა ჰქვია. მაგრამ როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ჟორდანიას შემთხვევაში, ისტორია ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ჟორდანიას თან მიჰყავს ანდრე პაუსი, რომელიც "ვიტესის" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა და მას "ვალეტას" მთავარი მწვრთნელის, მარკ მილერის ასისტენტად ნიშნავს.

"ვიტესმა" პაუსი შეცვალა პეტერ ბოშის დიდი ხნის მეგობრით, იონ ლამერსით.

მალტური წყაროს ცნობით,
"ვალეტას" ფანები უკმაყოფილონი არიან მილერის მუშაობით გუნდში. ასე რომ, პაუსი მალე შეიძლება მთავარი მწვრთნელი გახდეს.

"ვალეტას" ძალიან მჭიდრო კონტაქტი ექნება "ვიტესთან". ჟორდანიამ თან წაიყვანა კლუბის ყოფილი ტექნიკური დირექტორი ტედ ვან ლეუვენი. ლეუვენმა ხუთი წელი გაატარა "ვიტესში", მთავარი სკაუტის პოზიციიდან დაწყებული, ტექნიკური დირექტორით დამთავრებული.

ლეუვენს ამ ზაფხულს "ვიტესში" აღარ გაუგრძელეს კონტრაქტი, თუმცა ახალი დირექტორის მისვლამდე სთხოვეს მუშაობა და ოქტომბრამდე ის პატიოსნად მუშაობდა ხელფასის გარეშე. ჩვენი ინფორმაციით, ლეუვენმა უნდა ურჩიოს ჟორდანიას, რომელი ფეხბურთელები შეიძინოს "ვალეტასთვის".

მალტაში ჩვენი ინფორმატორებიც ადასტურებენ, რომ ჟორდანიამ კარგად იცოდა, რომ მალე ჩიგირინსკი ჩაიბარებდა "ვიტესს". ამიტომაც აღარ გაუგრძელა ლეუვენს კონტრაქტი, რომელიც "ვალეტაში" სჭირდებოდა მას.

ჯერ კიდევ ზაფხულში გავრცელდა მალტაში ხმები, რომ ქართველი ბიზნესმენი "ვალეტას" ყიდულობდა. "ვალეტას" კლუბის წარმომადგენლებისა და სხვა ჩახედული ხალხის გამოკითხვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეს მისტიკური ქართველი ბიზნესმენი სხვა არავინაა, თუ არა ჟორდანია.

ჩვენ დავუსვით კითხვა პირდაპირ "ვალეტას" პრეზიდენტ ვიქტორ სკირიჰას ჟორდანიას შესახებ. აი, რა თქვა მაშინ მან: "ის მხოლოდ დაინტერესებულია ფეხბურთით, რადგან მას უყვარს ფეხბურთი".

თუმცა მან დაადასტურა, რომ როცა აგვისტოში "ვალეტაში" სპონსორი "ინსინია" მივიდა, ჟორდანია სპონსორულ როლს კისრულობდა.

"თაიმს მალტას" ინფორმაციით, "ინსინიასთან" სხვა არც ერთი კლუბი არ მონაწილეობს სპონსორულ გარიგებაში, "ვიტესის" გარდა! ხოლო "ვალეტამ" ისეთი ხელშეკრულება გააფორმა მაისურების სპონსორ ფირმასთან, რომ შემოსავალმა აჯობა "ვალეტას" სხვა ყველა წარსულ სპონსორულ ხელშეკრულებას ერთად აღებულს!

"ინსინიას" წარმომადგენელი რაფაელ კარასკოსა ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია: "ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს, "ვალეტასთან" კი დიდი ხნით ვაპირებთ თანამშრომლობას".

როგორც ჩანს, ჟორდანია კარგა ხნით აპირებს მალტურ ფეხბურთში ყოფნას. მას უკვე აქვს შემუშავებული მოდელი კლუბის წარმატებისა, რომელიც "ვიტესში" გაიარა.

აი, რას ამბობენ "ვალეტაში":

"ვალეტას" მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა იქნება. ბევრს ჰგონია, რომ ეს შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ასე არ არის"
, - ეს "ინსინიას" წარმომადგენლის სიტყვებია. ალბათ, გეცნოთ ჟორდანიას სიტყვა 2010 წელს, "ვიტესის" ჩაბარებისას.

სხვათა შორის, მარკ მილერმა უკვე განაცხადა, რომ კლუბის განვითარებისთვის საჭიროა ახალი სპორტკომპლექსი. ჟორდანიამ კი "ვიტესში" ამით თავი გამოიჩინა - ჰოლანდიურ კლუბს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საწვრთნელი კომპლექსი აქვს.

"ვალეტა" ახალი სტადიონის აშენებასაც აპირებს. ყველაფერი მზად არის, ფულიც გამოყოფილია. ახლა შენების ნებართვაღაა საჭირო, კუნძულზე ეს ნებართვა იოლად არ გაიცემა.

ჟორდანიას კარიერა, რა თქმა უნდა, ეჭვებს იწვევს. მას ხშირად უკავშირებენ თეთრსაყელოიან კრიმინალს, მაგრამ ერთი ცხადია - მას ნამდვილად შეუძლია საფეხბურთო კლუბის კარგად მართვა.

ის ღარიბი საზოგადოების ზინედინ ზიდანი იყო საქართველოში. წარმატება ხვდა "დინამოში", შემდეგ გახდა ფედერაციის პრეზიდენტი 38 წლის ასაკში. 3 თამაში ნაკრებიც კი გაწვრთნა და არცთუ ურიგოდ. თქვენ წარმოიდგენთ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მმართველ გრეგ დაიკს როი ჰოჯსონის ნაცვლად მუნდიალზე მწვრთნელად? არც ისე კარგი სანახავი იქნებოდა.

2010 წელს ჟორდანიამ "ვიტესი" ჩაიბარა, კლუბი, რომელიც გაკოტრების პირას იყო, ახლა კი ის "აიაქსს" ეჭიდავება ჩემპიონატში. კლუბს აქვს საუკეთესო სპორტკომპლექსი, ჰყავს კარგი ფეხბურთელები.

რა თქმა უნდა, ამაში, სავარაუდოდ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის რომან აბრამოვიჩს, ალექსანდრ ჩიგირინსკის, მაიკლ ემენალოს, მარინა გრანოვსკაიას და "ჩელსის" ოფისის სხვა ბოსებს, თუმცა ჟორდანიას წვლილიც დასაფასებელია.

ჟორდანიამ მიიყვანა გუნდში უილფრიდ ბონი, ლუკას პიაზონი; ახალგაზრდა ქართველები - ვალერი ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია.

არც არის გასაკვირი, რომ ჟორდანიას პირველი შენაძენი "ვალეტაში" ქართველია - გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი. გორის "დილას" ფეხბურთელი ქართულ ფეხბურთში ორი ტოპ-მეკარიდან ერთ-ერთია. რევიშვილს სამუელ ეტო'ოსთან ერთადაც უთამაშია "ანჟიში".

მოასწავებს ეს "ჩელსისთვის" რამეს? შესაძლოა არც არაფერს, შესაძლოა - კი. ფაქტია, სექტემბერში ვალეტას ნაპირებთან რომან აბრამოვიჩის იახტა "ეკლიპსი" დასეირნობდა - ერთი კვირით ადრე, ვიდრე ჟორდანია "ვიტესს" ჩიგირინსკის გადასცემდა.

ასევე იხილეთ:
"ვალეტას" პრეზიდენტი: ჟორდანიას კლუბი არ უყიდია, მაგრამ აპირებს
მკითხველის კომენტარები / 6 /
მისტიკური არა კვახი! ერთი ჩვეულებრივი გარეწარია!
zuzu
17:38 01-02-2014
0
ქართველი კაცის წარმატება სადაც არ უნდა იყოს ყველგან გამეხარდება.
data
17:15 28-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული