გია გრიგალავა "ანჟის" საგოლე პასით შეეწია

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის "ანჟიმ" მეორე საწვრთნელი შეკრება დაასრულა თურქეთში და სამშობლოში დაბრუნდა.

"ანჟი", რომელიც ევროპალიგისთვის ემზადება, მესამე შეკრებას ესპანეთში გაივლის.

თურქეთში ბოლო ამხანაგური მატჩი "ტიმოკთან" გამართა და 5:0 მოიგო. გია გრიგალავამ შეხვედრა შეუცვლელად გამართა. პირველი გოლი კი სწორედ მისი პასით გაიტანა სმოლოვმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის 1/16-ფინალში "ანჟის" მეტოქე ბელგიური "გენკია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული