კალაძემ 2010 დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტან კახა კალაძეს "ჯენოას" ახალი თავკაცი დავიდე ბალარდინიც ენდობა და სასტარტო შემადგენლობაში ათამაშებს, თუმცა "ბრეშასთან" 28 ნოემბრის მატჩში (0:0) მატჩის განაცხადში არ იყო. ამისი მიზეზი მისი ტრავმა იყო.

კახამ "ვიჩენცასთან" სათასო შეხვედრაში (3:1) მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა. სამედიცინო გამოკვლევით დადგინდა, რომ ტრავმა არცთუ მსუბუქია და კალაძე მინიმუმ სამი კვირით დაისვენებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კახა წლეულს ვეღარ ითამაშებს - "ლეჩესთან", "ნაპოლისთან" და "სამპდორიასთან" ჩემპიონატის მატჩებს,"ინტერთან" კი თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრას გამოტოვებს. ბალარდინი იმედოვნებს, რომ კალაძე 6 იანვარს
"ლაციოსთან" საშინაო მატჩისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ კალაძე "ჯენოაში" 31 აგვისტოს გადავიდა და ახალ გუნდში ჩემპიონატის შვიდი მატჩი ჩაატარა, აქედან ხუთში ძირითად შემადგენლობაში იყო.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული