"კარპატის" ნახევარმცველმა სანდრო გურულმა მამის რეკორდი გაიმეორა. მამამისის, გია გურულის მსგავსად, სანდრომაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა. პირველ სანაკრებო შეკრებასა და მატჩზე სანდრო დღესაც სიამოვნებით
"გუნდში თბილად მიმიღეს და ამან საკუთარი ძალების რწმენა შემმატა. მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ მეორე ტაიმში სრულად მომიწევდა თამაში. ვფიქრობ, ცუდი დებიუტი არ გამომსვლია. საგოლე ეპიზოდს დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ. უბედნიერესი განცდა იყო, როცა ჩემი გოლით ანგარიში გავათანაბრეთ", - იხსენებს უმცროსი გურული.
სანდრო მიიჩნევს, რომ სლოვენიასთან მატჩი მისთვის სანაკრებო შანსი იყო.
"რცა ეროვნულ ნაკრებში პირველად მიმიწვიეს, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს შანსი იყო ქვეყნის მთავარ გუნდში დასამკვიდრებლად და იგი მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა. გოლიანი დებიუტი მქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის. კლუბში განსაკუთრებით უნდა მოვინდომო, რათა მომდევნო მატჩებშიც დავიმსახურო ეროვნულ ნაკრებში გამოძახება".
გურული საქართველოს ნაკრების შანსებზეც საუბრობს.
"ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ნაკრები წარმატებით ასპარეზობს. რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. მეორე ადგილზე მყოფ საბერძნეთის ნაკრებს, რომელსაც სასტარტო მატჩში სტუმრად ფრედ ვეთამაშეთ, ორი ქულით ჩამოვრჩებით. ჩვენ შეგვიძლია, ჯგუფიდან გასვლისთვის ვიბრძოლოთ. უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ ამას შევძლებთ".
საქართველოში დაბადებული და საფრანგეთში გაზრდილი სანდრო გურული აცხადებს, რომ ისევ ფრანგულ ფეხბურთში უნდა დაბრუნება.
"ბულონისა" და "ლიონის" ჭაბუკთა გუნდებში ვთამაშობდი. საფრანგეთის ჩემპიონატში ახლაც სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ ეს სამომავლო გეგმაა. ამჟამად "კარპატიში" ვარ და ამ გუნდში ყველაფერი მაკმაყოფილებს".