გერმანული კლუბის მწვრთნელმა თომას შნაიდერმა ადგილობრივ პრესასთან საუბრისას რამდენჯერმე თქვა, რომ ზაფხულში მაღალი კლასის მცველის შეძენა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა სასურველი ფეხბურთელის ვინაობა, ცხადია, არ გაუმხელია.
გერმანელებისგან განსხვავებით, იყოჩაღეს ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც "ვიტესის" ბოლო რამდენიმე მატჩზე დამსწრე "შტუტგარტის" მზვერავი დააფიქსირეს. შემდეგ გაარკვიეს და აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს არნემელთა მატჩების ლამის მუდმივი სტუმარი ყოფილა სწორედ შნაიდერის კაცი, ვინც ჩვენებურზე ინფორმაციას აგროვებდა.
როგორც გავიგეთ, "ვიტესსა" და "შტუტგარტს" შორის
"ვიტესის" კაპიტანი შინაურ წრეში ამბობს, რომ პრემიერლიგაში სურს კარიერის გაგრძელება. მისი შეძენის მსურველი კი თურმე იქაც მოიძებნება - ბირმინგემის "ასტონ ვილა". თუმცა, "შტუტგარტისგან" განსხვავებით, ინგლისელებს არნემელებისთვის კონკრეტული წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.
ისე, კაშიას სატრანსფერო ფასის ასაწევად, შესაძლოა, მის მიმართ ინტერესი "ვიტესთან" დამეგობრებულმა "ჩელსიმაც" გამოიჩინოს და სხვა კლუბებს მადა გაუღვივოს. რა გასაკვირია და, "ჩელსი" თუ ფეხბურთელს მოინდომებს, ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ერთიორად იზრდება...
მოკლედ, ვნახოთ... საქმეს ისეთი პირი უჩანს, მომავალ სეზონში "ვიტესში" მხოლოდ ერთი ქართველი - ვაკო ყაზაიშვილი გვეყოლება, ოღონდ, თუ მანამდე რომელიმე ქართველის დამატება არ ისურვეს.
როგორც ხედავთ, კაშიას რამდენიმე ვარიანტი აქვს, ხოლო გიორგი ჭანტურია ამ დღეებში, სავარაუდოდ, ერთ-ერთ იტალიურ კლუბთან გააფორმებს წინასწარ კონტრაქტს. თუმცა იმის გამო, რომ იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ზაფხულამდე იმ ქვეყანაში ითამაშებს, სადაც ტრანსფერები ჯერ კიდევ ნებადართულია.
ჰოდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იტალიამდე ჭანტურია რუსეთში ან უკრაინაში მოძებნის კლუბს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"