Cool! ლევან კობიაშვილი "ჰერტას" მწვრთნელმა შეაქო

AutoSharing Option
36 წლის ლევან კობიაშვილმა ბერლინის "ჰერტას" ტრავმირებული კაპიტანი ფაბიან ლუსტენბერგერი კარგად შეცვალა, დაცვის ცენტრში ურიგოდ არ გაისარჯა და კაპიტნის სამკლავურიც ჩაიბარა "ჰამბურგთან" 3:0-ით მოგებულ მატჩში.

"ლევანმა ისე ითამაშა, რომ მისი ხილვა უფრო ხშირად მოგინდება მოედანზე. კობიაშვილი ძალიან კარგი მცველია", - განაცხადა იოს ლუჰუკაიმ.

შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი მწვრთნელმა ამ სეზონში მეორედ დააყენა დაცვის ცენტრში და ქართველმა ორივეჯერ გაამართლა - პირველად ეს "დორტმუნდთან" თამაშში იყო, როცა მან რობერტ ლევანდოვსკი ჩაკეტა.

"ჩვენმა გეგმამ - კობის დაცვის ცენტრში გადაწევით, კიდევ ერთხელ გაამართლა. თუნდაც
ის, რომ კარი მშრალად შევინახეთ, წარმატებაზე მეტყველებს"
, - ამბობს ლუჰუკაი. აღსანიშნავია, რომ ლევანის შეფასებისას მწვრთნელმა ინგლისური სიტყვა Cool გამოიყენა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული