ასათიანი ისევ კიევის დინამოში?

AutoSharing Option
აწ უკვე დასრულებულ რუსულ პრემიერლიგაში მოსკოვის "ლოკომოტივი" მეხუთე ადგილს დასჯერდა. რკინიგზელთა კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის თავკაც იური სიომინის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და კონტრაქტი გაუწყვიტა. რუსული სააგენტოების ცნობით, სიომინს ხელშეკრულება 2013 წელს ეწურებოდა და მოსკოვურ კლუბს მისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს. მათივე ინფორმაციით, სიომინი ისევ კიევის "დინამოს" ჩაიბარებს.

მოსკოველთა ქართველი მცველი მალხაზ ასათიანი, ყველაზე წარმატებული სწორედ სიომინთან "ლოკოში" მუშაობისას იყო. კიევის "დინამოშიც" სწორედ სიომინმა წაიყვანა და იქიდან "ლოკომოტივში" ისევ იური პავლოვიჩმა დააბრუნა. შესაძლოა, ჩვენი ნაკრების მცველმა კიდევ ერთხელ მოირგოს კიევის "დინამოს" მაისურა. ვებგვერდ Sovsport.ru-ს
ცნობით, სიომინი მოსკოვიდან კიევში ორ ფეხბურთელს, მალხაზ ასათიანსა და ალექსანდ ალიევს წაიყვანს. თანაც, ასათიანს "ლოკომოტივთან" კონტრაქტი წლის ბოლომდე, ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული