შოთა თეკეს დაიმატებს?

AutoSharing Option
ჩემპიონ "ბურსასთან" 0:2 დამარცხების მიუხედავად, "კაისერისფორის" ქართველი თავკაცი შოთა არველაძე კვლავაც მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას აპირებს. თურქულ სუპერლიგაში ზამთრის შესვენება ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ არველაძე გუნდის უკვე გაძლიერებაზე ფიქრობს.

თურქული ვებგვერდების ცნობით არველაძეს "ბეშიქთაშის" თავდამსხმელ ფათიჰ თეკეს დამატება სურს. 33 წლის თეკე თურქეთის ნაკრებში 1998 წლიდან თამაშობს და 25 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. თურქეთის გარეთ მას მხოლოდ რუსეთში, სანკტ პეტერბურგის "ზენიტსა" და ყაზანის "რუბინში" უთამაშია. ყველაზე შედეგიანი პერიოდი სამშობლოში, "ტრაბზონში" ჰქონდა 2002-06 წლებში, როცა 116 შეხვედრაში 77 გოლი გაიტანა.

ფათიჰ
თეკეს "ბეშიქთაშში" საქმე ვერ აეწყო, გუნდის გერმანელი მწრთნელის ბერნდ შუსტერის ნდობას ვერ დაიმსახურა. ამ სეზონში თეკეს 14-დან მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და ერთიც ვერ გაიტანა. სტამბოლელთა კლუბთან თეკეს 2012 წლის ივნისში უმთავრდება კონტრაქტი. შესაბამისად, კაისერელებს მის სანაცვლოდ გარკვეული თანხის გაღება მოუწევთ. თეკე 1.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული