საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ უნგრულ "დიორში" კიდევ ერთი გოლი შეაგდო.
"დიორი" ამხანაგურ შეხვედრაში ჩეხურ "ბრნოს" დაუპირისპირდა და 2:0 მოუგო. ერთი გოლი 70-ე წუთზე ქვილითაიამ გაიტანა.
"ძალიან კმაყოფილი დავრჩი გუნდის თამაშით. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაში. მნიშვნელოვანი იყო გიორგი ქვილითაიას გოლი. ეს მას სამომავლოდ თავდაჯერებას შემატებს", - განაცხადა "დიორის" მთავარმა მწვრთნელმა ფერენც ჰორვატმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"