მურატ იაკინი: ჯანო ანანიძემ აქამდე თავი კარგად გამოავლინა

AutoSharing Option
23 ნოემბერს რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის "სპარტაკი" "მორდოვიას" შეხვდება. როგორც იცით, ჯანო ანანიძე კლუბის დუბლებიდან ძირითად გუნდში დააბრუნეს, თუმცა ჯერ პრემიერლიგაში არ გამოჩენილა.

თამაშის წინ "სპარტაკის" საიტმა ინტერვიუ ჩაწერა გუნდის შვეიცარიელ თავკაც მურატ იაკინთან. ერთი კითხვა ქართველ ნახევარმცველს ეძღვნებოდა.

- ძირითად გუნდში დაბრუნდა ჯანო ანანიძე, ვიხილავთ მას კვირას "მორდოვიასთან"?
- დიახ, ჯერ კიდევ სანაკრებო პაუზამდე ერთი კვირით ადრე ჯანო ანანიძე პირველ გუნდთან ერთად ემზადებოდა. ახლა ვნახავთ უახლოეს ვარჯიშებზე, როგორ ფორმაშია ის. აქამდე მან თავი კარგად წარმოაჩინა.

ჩვენ გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელის მოხარული
ვართ, ვინც ფიზიკურად მზად იქნება თამაშისთვის. ზამთრის პაუზამდე 4 მატჩი დაგვრჩა, ნებისმიერი ფეხბურთელი დაგვჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული