კიდევ უფრო რთულია 23 წლის ქართველი ნახევარმცველის მდგომარეობა "ჟილ ვისენტეში", შარშანდელი კარგი სეზონის შემდეგ (24 თამაში, 1 გოლი) ავთო მხოლოდ 5 მატჩში ათამაშეს (5-ჯერვე სასტარტოში და 5-ჯერვე შეცვალეს), მას გოლი არ გაუტანია.
ჩვენებურს 25 ოქტომბრის მერე არ უთამაშია, თუმცა vavel.com-ის მიხედვით, მის უთამაშებლობას ბოლო "ნასიონალთან" მოეღება - ავთოს გამოჩენას "ჟილ ვისენტეს" სასტარტო შემადგენლობაში ვარაუდობენ.