ავთო ებრალიძე "ნასიონალთან" მატჩში "ჟილ ვისენტეს" სასტარტოს უბრუნდება

AutoSharing Option
30 ნოემბერს, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში "ჟილ ვისენტე" მადეირულ "ნასიონალს" მასპინძლობს. ავთო ებრალიძის გუნდი 10 ტურის მერე 3 ქულით ბოლო ადგილზეა.

კიდევ უფრო რთულია 23 წლის ქართველი ნახევარმცველის მდგომარეობა "ჟილ ვისენტეში", შარშანდელი კარგი სეზონის შემდეგ (24 თამაში, 1 გოლი) ავთო მხოლოდ 5 მატჩში ათამაშეს (5-ჯერვე სასტარტოში და 5-ჯერვე შეცვალეს), მას გოლი არ გაუტანია.

ჩვენებურს 25 ოქტომბრის მერე არ უთამაშია, თუმცა vavel.com-ის მიხედვით, მის უთამაშებლობას ბოლო "ნასიონალთან" მოეღება - ავთოს გამოჩენას "ჟილ ვისენტეს" სასტარტო შემადგენლობაში ვარაუდობენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული