წინ ორი თვე მაქვს - გიორგი ჭანტურია "კლუჟს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
"კრაიოვასთან" მატჩის შემდეგ "კლუჟის" ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ჭანტურიამ რუმინული კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ამის თაობაზე "ლელოს" თავად 22 წლის შემტევმა უთხრა რამდენიმე დღის წინ, ახლა კი ყოველივე ეს ოფიციალურად დადასტურდა.

"სამი თვე ვითამაშე აქ და თავს დიდებულად ვგრძნობდი. მინდა, მადლობა ვუთხრა მწვრთნელებს და თანაგუნდელებს.

ორი თვე მაქვს წინ და რამდენიმე ვარიანტიდან საუკეთესოს შევარჩევ კარიერის გასაგრძელებლად.

მოვისმინე რამდენიმე ჭორი "კლუჟში" ახალი ინვესტორის გამოჩენის თაობაზე. კარგი იქნება, თუ ამ გუნდს ვინმე დაეხმარება. "კლუჟი"
რუმინეთში ერთ-ერთი დიდი კლუბია", - უთხრა გიორგიმ რუმინელ ჟურნალისტებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აკი იტალიიდან ერთი წლით არენდით გაუშვესო?
dudu
11:33 09-12-2014
0
dudu-s yvelafers realurad shevxedot iq arc tamashobda da arc palermos sakutrebaa chvenda samwuxarod)) ubralod testze chavida da gamoushves ))))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული