თემურ ქეცბაია აზერბაიჯანში ინიშნება?

AutoSharing Option
"ლელოს" ექსკლუზიური ინფორმაციით, თემურ ქეცბაია, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანის პრემიერლიგის კლუბ "გაბალას" გაწვრთნის.

ეს-ესაა, მეზობელი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბიდან რუმინელი დორინელ მუნტიანუ დაითხოვეს. როგორც აზერბაიჯანული ვებგვერდები წერენ, დროებით მწვრთნელად სანიან გურბანოვი დაინიშნა, პარალელურად კი, მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ სპეციალისტთან, რომელიც ვაკანტურ თანამდებობას ახლო მომავალში ჩაიბარებს.

ეს "ერთ-ერთი სპეციალისტი" კი, ჩვენი სანდო წყაროს ცნობით, სწორედ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელია, ვინც ახლახან საბერძნეთის ეროვნული გუნდის თავკაცობაზე აცხადებდა პრეტენზიას.

აზერბაიჯანის 10-გუნდიან პრემიერლიგაში "გაბალა"
ამჟამად მე-7 ადგილზეა და მიუხედავად დიდი ფინანსური გაქანებისა, ამბიციური სატურნირო მიზნები ვერც ამ სეზონში ექნება. თუმცა, ვნახოთ... იქნებ ქეცბაია დაეხმაროს მდგომარეობის გამოსწორებაში, ოღონდ საქმე ჯერ კიდევ მოლაპარაკების სტადიაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
თასზე ასპარეზობას განაგრძობს გაბალა ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის უეფას ტურნირების საგზურის მოპოვებისა :) ეგ კი არა მე-4 ზე აიყვანს გუნდს ქეცბა და ცხადაძე თუ წავიდა ინტერიდან მესამეზეც კი შეძლებს
მე იგივე მე
11:22 11-12-2014
0
ნახეთ რა ცინიკურად წერს ეს - "ვინც ახლახან საბერძნეთის ეროვნული გუნდის თავკაცობაზე აცხადებდა პრეტენზიას".
koka
10:22 11-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული