თემურ ქეცბაია აზერბაიჯანში ინიშნება?

AutoSharing Option
"ლელოს" ექსკლუზიური ინფორმაციით, თემურ ქეცბაია, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანის პრემიერლიგის კლუბ "გაბალას" გაწვრთნის.

ეს-ესაა, მეზობელი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბიდან რუმინელი დორინელ მუნტიანუ დაითხოვეს. როგორც აზერბაიჯანული ვებგვერდები წერენ, დროებით მწვრთნელად სანიან გურბანოვი დაინიშნა, პარალელურად კი, მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ სპეციალისტთან, რომელიც ვაკანტურ თანამდებობას ახლო მომავალში ჩაიბარებს.

ეს "ერთ-ერთი სპეციალისტი" კი, ჩვენი სანდო წყაროს ცნობით, სწორედ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელია, ვინც ახლახან საბერძნეთის ეროვნული გუნდის თავკაცობაზე აცხადებდა პრეტენზიას.

აზერბაიჯანის 10-გუნდიან პრემიერლიგაში "გაბალა"
ამჟამად მე-7 ადგილზეა და მიუხედავად დიდი ფინანსური გაქანებისა, ამბიციური სატურნირო მიზნები ვერც ამ სეზონში ექნება. თუმცა, ვნახოთ... იქნებ ქეცბაია დაეხმაროს მდგომარეობის გამოსწორებაში, ოღონდ საქმე ჯერ კიდევ მოლაპარაკების სტადიაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კაკაურიძე ჭურნალისტი ხარ.
ოდალა
20:28 10-12-2014
0
აზარების 7 ადგილოსანი გუნდი არა კვახი. ეს კი აიწყობს ნორმალურ კი არადა კარგ კარიერას მარა კაკაურიძეს როგორც ჟურნალისტს არ ვიცი რა ეშველება
Saba
01:12 11-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული