ბაჩანა ცხადაძისთვის "სიმურგისა" და "ინტერის" მატჩი განსაკუთრებული იყო

AutoSharing Option
ზაქათალის "სიმურგსა" და ბაქოს "ინტერს" შორის აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი ბაჩანა ცხადაძისთვის განსაკუთრებული იყო.

ბაქოური კლუბის 27 წლის შემტევმა აზერბაიჯანული კლუბის მაისურით ამ ქვეყნის ჩემპიონატში მე-100 შეხვედრა ჩაატარა, რაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სერიოზულ მიღწევად უნდა ჩაითვალოს.

სხვათა შორის, ერთი ხანობა, ბაჩანას გოლები "სიმურგის" სასარგებლოდაც გაჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძის ვაჟს "სიონში", "ვიტ ჯორჯიაში", "ამერში", ბაქოს "სტანდარდში", "გაგრასა" და თბილისის "სპარტაკშიც" უთამაშია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბაჩანა ცხადაძეს 2013 წლიდან იწვევენ. ამ ხნის განმავლობაში მან ეროვნულ გუნდში 2 მატჩი
ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული