"რუბინის" მწვრთნელი: ნეტავ, საბა კვირკველია რუსი ყოფილიყო!

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა დინიარ ბილიალეტდინოვმა თავისი გუნდის ცენტრალურ მცველ საბა კვირკველიაზე ილაპარაკა.

"საწყენია, რომ კვირკველია რუსი არ არის. ის აღმოჩენაა. ყველა ერთად ვნახავთ, რა ფეხბურთელი გაიზრდება მისგან.

მას მუდამ ვეუბნები, რომ ინგლისსა და გერმანიაშიც კი არ დაიკარგება. ბოლომდე ჯერ მას საკუთარი თავის თავადვე არ სჯერა.

ზოგჯერ შიშსა და ნერვიულობას ვამჩნევ, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ესეც გაივლის", - განაცხადა ბილიალეტდინოვმა 22 წლის მცველზე, რომელიც 25 დეკემბერს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
2014 წლის ლაურეატები:
საბა კვირკველიას დუბლი [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
საბა გვეამაყები , გააგრძელე თავდაუზოგავად მუშაობა , წარმატებები !
beqnu
16:33 26-12-2014
0
კიდევ ბევრჯერ გესახელებიოს საქართველო.
გიო
18:45 26-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული