გია გრიგალავა პერმის "ამკარში" გადადის

AutoSharing Option
უახლოეს დღეებში საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა კონტრაქტს გააფორმებს პერმის "ამკართან". შეგახსენებთ, რომ 25 წლის მცველი ფაქტობრივად უგუნდოდ იყო - "ანჟიში" ირიცხებოდა, მაგრამ ლეგიონერებზე ლიმიტის გამო საერთოდ არ თამაშობდა.

ბოლოს კლუბში მან 11 მაისს ითამაშა, ამის შემდეგ ზედიზედ 6-ჯერ ითამაშა ეროვნულ გუნდში, რაც ალბათ უნიკალური რამ გახლავთ.

"ამკარის" თავკაცად გაჯი გაჯიევი დაინიშნა, რომელიც გრიგალავას "ვოლგაში" და "ანჟიში" წვრთნიდა.

რუსული მედიის ცნობით, გრიგალავა "ამკართან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

"ამკარი" რუსულ პრემიერლიგაში თამაშობს და იქ მე-14 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული