"ამკარმა" და "ანჟიმ" გია გრიგალავა ვერ გაიყვეს - ქართველ მცველს პრობლემები აქვს

AutoSharing Option
რუსულმა მედიამ უკვე გამოაცხადა, რომ გია გრიგალავა, რომელიც მახაჭყალის "ანჟიში" ირიცხება, რუსული პრემიერლიგის "ამკარში" გადადის.

როგორც ჩანს, "ანჟი" ქართველ მცველს პრობლემებს უქმნის, არადა, არც თავად ათამაშებს - ამ სეზონში გრიგალავა ერთხელაც არ მომხდარა "ანჟის" მატჩის განაცხადში.

აი, რა განაცხადა "ანჟის" სპორტულმა დირექტორმა ნარვიკ სირხაევმა: "გია გრიგალავა "ამკარში" გადადის? ვერ გეტყვით ჯერ ვერაფერს. ჯერჯერობით ის ისევ "ანჟის" ფეხბურთელია".

სირხაევს შეეკითხნენ, რომ თუ გრიგალავა "ანჟის" ფეხბურთელია, რატომ არ არის კლუბის ოფიციალურ საიტზე ის ან პირველი გუნდის, ან დუბლების განაცხადში:

"იცით, ამის შესახებ
საუბარი არ მსურს, ასეთი სიტუაცია შეიქმნა გუნდში. ნაწილობრივ ეს ლეგიონერებზე შეზღუდვითაც არის განპირობებული", - თქვა სირხაევმა.

შეგახსენებთ, რომ გრიგალავას დამატების სურვილი უკვე ოფიციალურად დაადასტურა "ამკარის" პრეზიდენტმა გენადი შილოვმა.

"გრიგალავას ტრანსფერი ჯერ ჩემთან შეთანხმებული არ არის. დიახ, გრიგალავა "ამკარს" ნამდვილად აინტერესებს. 9 იანვარს გუნდი შეკრებაზე გაემგზავრება და გამოჩნდება", - განაცხადა "ამკარის" პრეზიდენტმა.

"ამკართან" კონტრაქტი გაწყვიტა ფრანგმა მცველმა ტომას ფიბელმა, რომლის შემცვლელადაც გაჯი გაჯიევს გრიგალავა ესახება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული