ლეგიონი: ლევან მჭედლიძის თერთმეტი წუთი და განიავებული შანსი

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ემპოლიმ" საშინაო ასპარეზზე ვერ მოახერხა "ვერონას" დამარცხება - 0:0.

საქართველოს ნაკრებისა და მასპინძელი გუნდის ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ მინდორზე ბოლო 11 წუთი გაატარა (79-ე წუთზე მასიმო მაკარონე შეცვალა) და გოლის გატანის ერთი რეალური შანსიც გაატანა ქარს...

რაც შეეხება იმავე "ემპოლის" ყოფილ შემტევს, ირაკლი შეყილაძეს, როგორც ვწერდით, იყო ინფორმაცია, თითქოს ის ტოსკანური კლუბიდან წავიდა და ლეგა პრო C-ს ბინადარ "პიზაში" უნდა გაეგრძელებინა კარიერა, თუმცა ეს ცნობა ჯერჯერობით არ დასტურდება.

* * *
პორტუგალიის თასის გათამაშებას გამოეთიშა ავთო ებრალიძის "ჟილ
ვისენტე". სუპერლიგის აუტსაიდერმა "რიუ ავესთან" სტუმრად 2:5 წააგო. ებრალიძე მინდორზე 57-ე წუთზე გამოჩნდა.

* * *
კვიპროსის თასზე (პირველი მატჩი) შოთა გრიგალაშვილის "ნეა სალამისმა" სტუმრად ლარნაკას აეკ-თან წააგო - 0:1. ქართველ ნახევარმცველს არ უთამაშია. საპასუხო მატჩი 14 იანვარს გაიმართება.

როინ კვასხვაძის, ლევან ხმალაძისა და ელგუჯა გრიგალაშვილის "ოთელოსმა" კი "აპოლონთან" (ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია) გასვლაზე 1:1 ითამაშა.

სტუმართა კარში კვასხვაძე იდგა, ხმალაძემ კი, რომელმაც 65-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო, სრულად ითამაშა, ხოლო გრიგალაშვილი 61-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.

საპასუხო მატჩში, რომელიც 21 იანვარს გაიმართება, ჩვენებურთა "ოთელოსი" შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული