გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
ბერძნულ ოფი-ს, რომლის ღირსებასაც გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი იცავენ, ამიერიდან ისევ ნიკოს ანასტოპულოსი გაწვრთნის.

შეგახსენებთ, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ცოტა ხნის წინ იტალიელმა ჯენარო გატუზომ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დატოვა.

რაც შეეხება კრეტას გუნდის ახალ თავკაცს, საბერძნეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირ ანასტოპულოსს ოფი-ში მწვრთნელად ადრეც - 2010 წლის სექტემბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე უმუშავია.

საბერძნეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ოფი-ს 16 ტურის შემდეგ მე-13 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 11 იანვარს, ”კერკირასთან” ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული