მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძის თაობაზე რამდენიმე კლუბის წინადადებას განიხილავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სავარაუდოდ, სხვა გუნდში გადავა.

რუსული საიტის, championat.com-ის ინფორმაციით, მოსკოველებმა ჯანოს იჯარის თაობაზე რამდენიმე კლუბის წინადადება უკვე მიიღეს და ახლა მათ განიხილავენ.

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი, "როსტოვში" იჯარიდან დაბრუნებული ჯანოსთვის არცთუ სახარბიელოდ წარიმართა. მან "სპარტაკის" შვიდ მატჩში ითამაშა - მათგან სამი ძირითადში დაიწყო, ოთხში კი შეცვლაზე ჩაერთო.

ქართველ ჰავბეკს "სპარტაკში" საქმეები განსაკუთრებით მას შემდეგ აერია, რაც დისციპლინის დარღვევისა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, მურატ იაკინის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დუბლებში გაშვებით
დასაჯეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზოგ ქართველს, ოღონდ ქართველზე ცუდი ათქმევინე და მერე მოკალი. ასეთი რა უბედურება დაგვატყდა თავს, რა ჭირი დაგვემართა ვერაფერი გამიგია. ობოლი ბიჭი რუსეთის ერთერთ პირველ გუნდში აღებული ხელფასით არჩენს ოჯახს და ამან ვაკო და ბერჟავახი გააცოფა. ნეტავ იმათ სახეებზე შემახედა.
0
))))))))) თქვე კაი ხალხო , რუსი საკუთარ შვილს არ აჭმევს საჭმელს ტყუილად და ჯანოს შეინახავს რომ არ ვარგოდეს ?
ვაკოს და ბურჯავახს
23:10 12-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული