გიორგი ლორია საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ბერძნულმა gazzeta.gr-მ საბერძნეთის ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.

ლორიასთვის მიმდინარე სეზონი ოფი-ში სადებიუტოა. მან 16 მატჩი ჩაატარა ამ გუნდის შემადგენლობაში და 63 "სეივი" გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მასთან ერთად, ბერძნული კლუბის ღირსებას კიდევ ერთი ჩვენებური - გიორგი მერებაშვილი იცავს.

ლორია 28 წლისაა. მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 25 შეხვედრა ჩაატარა. ოფი-ში ის თბილისის "დინამოდან" გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მგონია, რომ დღეისთვის სართველოში ჟურნალისტების დონე, არა მარტო სპორტული, ბევრად უფრო დაბალია ვიდრე იმ ფებურთისა ფეხბურთელების ვისაც ისინი ასე აკრიტიკებენ.
gizo
17:10 13-01-2015
0
"SAVE" კარგია, მაგრამ ამასთანავე ისიც უნდა მიგეწერა რამდენი გოლი გაუშვა, თორე ისე არასრული ინფორმაცია გამოდის!!! მოკლედ ვერ გაგაზარდეთ რა ალექს !!! : ))
dave
12:21 13-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული