ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

აკაკი ხუბუტიამ ბერძნულ "კერკირასთან" 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ ბერძნულ "კერკირასთან" 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ცნობა "კერკირას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

28 წლის ხუბუტია ბოლოს უგუნდოდ იყო და ფორმის შესანარჩუნებლად ცხინვალის "სპარტაკში" თამაშობდა. რაც შეეხება "კერკირას", ეს გუნდი საბერძნეთის 18-გუნდიან სუპერლიგაში მე-12 ადგილზეა.

ხუბუტიამ საქართველოს ნაკრებში 20 მატჩი ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"