ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ფოფხაძე: ბერძნებმა კონტრაქტი უკანასკნელ წამს ჩაშალეს

AutoSharing Option
როგორც 28 წლის მცველმა გიორგი ფოფხაძემ გვითხრა, ბერძნულ "ატრომიტოსთან" გამზადებული კონტრაქტი ჩაეშალა. საინტერესოა, რომ ბოლომდე თავად ფეხბურთელმაც არ იცის, რა გახდა ამის მიზეზი.

"კლუბთან ყველა დეტალზე ვიყავი შეთანხმებული, მაგრამ უკანასკნელ წამს ბერძნებმა კონტრაქტი ჩაშალეს.

არ ვიცი, რა გახდა ამის მიზეზი. შესაძლოა, სხვა ლეგიონერის გამო არ მოხერხდა საბერძნეთში ჩემი გადასვლა", - გაურკვევლობაშია ფოფხაძე.

ფოფხაძის ბოლო კლუბი ბოლნისის "სიონი" იყო, სადაც სეზონის პირველი ნახევრის განმავლობაში სისტემატურად თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. მანამდე კი, მას "თბილისში", "ოლიმპიაკოსში", "ვიბორგში", "ზესტაფონში", "შტურმში",
"ბაქისა" და "იაგელონიაში" უთამაშია.

ამას გარდა, ფოფხაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ