* * *
პორტუგალიის ლიგის თასზე "ჟილ ვისენტემ" შინ წააგო "მარიტიმუსთან" - 0:1. მასპინძელთა შორის ავთო ებრალიძეს არ უთამაშია. "ჟილ ვისენტე" კი წყალწაღებულია - სუპერლიგიდანაც ვარდება და ლიგის თასის ჯგუფშიც ბოლო ადგილზეა.* * *
თურქულ შეკრებაზე მყოფი გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" ამხანაგურ შეხვედრაში რუმინულ "ასტრას" დაუპირისპირდა. მატჩი 0:0 დასრულდა. ცნობისთვის, "ასტრას" წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, საბჭოთა ნაკრების, "დნეპრისა" და კიევის "დინამოს" ფორვარდი ოლეგ პროტასოვი წვრთნის.
(იბეჭდება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"