ლორიასა და მერებაშვილის ოფი შინ "ოლიმპიაკოსთან" განადგურდა

AutoSharing Option
გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის ოფი შინ "ოლიმპიაკოსთან" საბერძნეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში დამარცხდა.

შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა. ლორიამ და მერებაშვილმა მატჩის სრულად ჩაატარეს. ლორიამ პირველი გოლი პენალტიდან (29) გაუშვა - ალეხანდრო დომინგესმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, 74-ე წუთზე გოლი კონსტანტინოს ფორტუნისმა გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში კონსტანტინოს მიტროგლუმ დააფიქსირა. მერებაშვილმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.

მე-20 ტურის შემდეგ ოფი 14 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.

ასევე იხილეთ:
გიორგი მერებაშვილი: მეც და გიორგი ლორიაც ოფი-ს ზაფხულში დავტოვებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული