გურამ კაშიას გაძევების შემდეგ "ვიტესი" ჰოლანდიის თასზე განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნამდვილი კოშმარი გადახდა თავს ჰოლანდიის თასის მეოთხედფინალში არნემის "ვიტესს".

28 იანვარს, სტუმრად გამართულ შეხვედრაში არნემელებმა 0:4 წააგეს "გრონინგენთან". მათი განადგურება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც კაპიტანი გურამ კაშია გააძევეს.

საკუთარ კართან მდგარ ქართველ მცველს მეტოქის თავურის შემდეგ ბურთი ხელზე მოხვდა. მსაჯმაც კაშია უმალ წითელი ბარათით დასაჯა.

არნემელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მეტოქემ ვერ გამოიყენა, თუმცა დამატებაზე გოლი მაინც გავიდა. ეს 62-ე წუთზე მოხდა, რის შემდეგაც "გრონინგენმა" აიწყვიტა და კიდევ სამი უპასუხო გოლი გაიტანა.

კაშიას დარად, ძირითადში იყო ვაკო ყაზაიშვილიც, რომელიც
69-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული